January 05, 2011

ჩემი სამი ტოპ-ბლოგი

ფეისბუქზე ბლოგერების ჯგუფში ვარ და ამასწინათ აღმოვაჩინე, რომ თურმე ჯგუფი ორად გაიყო, თუ ახალი შეიქმნა და მიდიოდა იქ ღადაობა და ზოგი მემგონი მართლა სერიოზულად არჩევდა საქმეს.

სიმართლე რომ ვთქვა, ვერ მივხვდი, რატომ.

ბლოგერობა როდის და რატომ დავიწყე, არ მახსოვს. პირველი პოსტი დაახლოებით 2 წლის წინ დავწერე. მაშინ ძალიან ცოტა ბლოგერი იყო, იმდენად ცოტა, რომ მაკდონალდსში ვეტეოდით. ნაწილი აღარ წერს, ნაწილს მე აღარ ვკითხულობ, ნაწილს კი მუდამ წავიკითხავ.

არ ვიცი, მეჩვენება თუ არა, მაგრამ ახალი ბლოგერების უმეტესობა თინეიჯერია, აქვთ პასტელის ფერებში გადაწყვეტილი დიზაინი, ფსევდობოჰემური სტილით და ფსევდოფილოსოფიური ტექსტებით. მეგობრობენ თავაწყვეტილად და ასევე თავაწყვეტილად წყვეტენ მეგობრობას და უცებვე იქცევიან მტრებად. (დავასკვენი, რომ ბლოგერული ასაკის ბრალია და გაუვლით).

ჩემს ბლოგზე მთელი ჩემი ცხოვრებაა ბოლო ორი წლის მანძილზე ასახული.
დაშიფრულად, ოღონდ.

ხანდახან იმასაც ვერ ვიხსენებ, საერთოდ რომელმა ემოციებმა დამაწერინეს (C)პერწკლი-ები, არადა იმისთვის დავწერე რომ მოგონებები ასე მაინც შემენახა.

არადა ის მინდოდა დამეწერა, რომელი ბლოგები მომწონს თქო და ავჭიჭყინდი რაღაც სისულელეებზე.

აივერსონის ბლოგი. ვერ აგიხსნით, რატომ, უბრალოდ, მომწონს. საინტერესო ადამიანია, აქვს ჰობი (ამას ძალიან ვაფასებ ადამიანებში) და გრძელი, უფრო სწორად, ძალიან გრძელი თმები.

ჩორვენის ბლოგი. ემოციების გადმოცემის მარტივი და ლაკონური მანერით. მოკლე პოსტებში ჩატეული გრძელი და მძაფრი განცდები, ვკითხულობ და ენის წვერზე ვგრძნობ.

პატაპუტინას, ანუ ხათოს, ანუ ემ-ოთაჰხ, ანუ მე-ხათო ანუ არ ვიცი რა დავუძახო-ს ბლოგი. ბლოგი მწვანეა, ერთი შეხედვით გრძელი მაგრამ სინამდვილეში მოკლე პოსტებით. სევდივარ, ვკითხულობ, ფრაზებს შორის ვეკვეტები (ან ვცდილლობ ჩავეკვეტო), ერთ-ორ წინადადებას მივამაუსითფერადებ და გამოვდივარ.

სქოლიოზიანი ემბრიონი.

შორენი


წლის აღმოჩენა, აღასპერის ბლოგი. არ ვიცოდი რომ წერდა, არც ის, ასე კარგად თუ წერდა და ასე საინტერესოდ და საერთოდაც, ბლოგი არაა, უფრო იუმორისტულად გადმოცემული საინტერესო ინფორმაციების თავყრილობაა.
ამათ ვკითხულობდი წელს ყველაზე ხშირად.
ჩემი საყვარელი სხვა ბლოგები მარცხნივაა, ბლოგროლში (უმეტესობა, იმიტომ რომ ისეთი ზარმაცი ვარ ჩამატება მეზარება ბლოგების და სხვისი ბლოგების გავლით ვწვალობ ხოლმე).

მე თითქმის ყველა ბლოგს ვკითხულობ, ან თვალს მაინც ვავლებ, რომლებზეც მაუსი მიმიწვდება, ფსევდორაღაცნაირი ბლოგების გარდა.

წერეთ ბევრი, მე მიყვარს როცა სხვას ვკითხულობ და თუ შეიძლება, ნურასოდეს აკრეფავთ ჩემს მისამართს ბრაუზერში მაშინ, როცა მეც იქვე ვარ, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვდებ საკუთარ ემოციებს ღიად, ყველასთვის მისაწვდომ ბლოგზე, ვერ ვიტან, როცა ამას ადამიანების თანდასწრებით ვაკეთებ.

2 comments:

nastasia said...

უიჰ, მეც ისე მიყვარს შენი ბლოგი თავისი წანწალ-წითელი თმების ეფექტებით, ორმაგად გამიხარდა სიაში მოხვედრა : )

Mallorie said...

სულ ყველა ძალიან მომწონს.. ^^
მშვენიერი არჩევანია.. ^^