ვექტორები?
არა
just ტრაქტორები.
თქვენ მხოლოდ ის იცით ჩემზე, რაც მე გითხარით
და
ის
რაც დაგანახეთ.
ან ჩავპწიჩკე.
მზე ისევ მწვანეა
ცა სტაფილოსფერი
(ჩემთვის)
დედამიწა ხმელია
ხეები, როგორც სირაქლემები
უდაბურ უდაბნოში
ეფემერებივით
(ათასწლეულებისათვის).
მთები როგორც ნაოჭები
სასოწარკვეთილი ქალივით ცდილობს
გაისწოროს, დედამიწა
და
მიწა იძვრის
მიწისძვრის
გვეშინოდეს
ჩვენ არ დავბერდებით,
სამაგიეროდ.
რისი უფრო გეშინიათ,
მიწისძვრის
თუ
სიბერის?
მე მეორის
თან ისე ძალიან, რომ
მზად ვარ, 40 წლის მოვკვდე
ოღონდ არ დავბერდე
და მაინც
მერამდენედ ვხედავ სიზმარში
როგორ ვკვდები მშობიარობისას
და
მეშინია
იმიტომ რომ
ვიცი
ასეთი სიხშირით გამეორებულ სიზმრებს ერთადერთი შედეგი აქვს ხოლმე
სახეები უნდა ვიცნო?!
უნდა!
უნდა....
და
არ მინდა!
1 comment:
პეწკლ ფრიად საინტერესო ნაბოდვარ-საბოდვარია :)
მშობიარობის ნუ გეშინია, 21ე საუკუნეა რაღაცას ყველაზე უსაფრთხოს გამოგინახავენ (რა ვიცი ხო 21ეში აპირებ თუ 22მდე მოიცდი, იქ საერთოდ რობოტი იმშობიარებს ალბათ შენს მაგივრად):პ: )))
Post a Comment