October 28, 2009

სულელური ჩანაწერი მხოლოდ ჩემთვის

დეკემბერში გინახიათ შემოდგომა?
მწვანე წიწვნარს გაზაფხულის სუნი ადის,
უწიგნური მივატოვე კარადა და
საზაფხულო ვნებებს ვარჩევ
სუმზირივით.

დამიმძიმდა გაწუწული გარეკანი
ვეღარ ვათრევ,
გავიხადე, ხის ძირს დავდე.
დამეჩხაპნა ყველა გვერდი
იმ წიგნივით
სხვას რომ ანდეს.

შენიშვნებით
ან იქნებ არც...
გადაჭრელდა ყველა გვერდი
ყველა ბწკარი.
დავწანწალებ სტრიქონების გარდიგარდმო
წავიკითხო
გავიხსენო
ეგებ
რამე

2 comments:

nikoloz said...

ra strani leqsia zogiert monakvetebshi sityvebi ver gavige magram me momwons egeti xelovneba glitch xelovneba .. ici raari glitch? :)

პერწკლი said...

გუგული დეიდამ ელექტრონული მუსიკის ჟანრიაო ))))
ეს პოსტი რაშუაშია ოღონდ?