October 16, 2009

მე–ჰხათო


კაკ – კუკ

კაკ – კუკ

არის აქ ვინმე?......

შემოვიპარე პერწკლის ბლოგზე

ჰხუხ

რა უცნაური შეგრძნებაა

აი მარტო რომ დაგტოვებენ უცხო სახლში

და

გეტყვიან, რომ  ჩვენს მოსვლამდე  რაც გინდა გააკეთე

უბრალოდ, სახლში იყავი

და

მაინც რომ ისე ხარ..რა ჰქვია..უცხოდ

კი არა და

რომ გგონია შენს გარდა სხვებიც არიან და თავისუფლად რომ ვერ დადიხარ 

ეგრე ვარ

:დ

ისე რა სულელია ეს კომპიუტერი

აი, ვითომ ყველაფერი იცის

და

რაც გაინტერესებს თუ არ გაინტერსებს

ყველაფერზე ყველაზე მალე პოულობს პასუხს

და

იმდენს ვერ მიხვდა

რომ

მე პერწკლი არ ვარ

და

არ უნდა შემოვეშვი ასე დაუკითხავად

ჰმ

ისა...

რა  გავაფუჭო ახლა მე აქ :დ

რაზე უნდა ვილაპარაკო

კი არა და ვწერო?

ბოდლერზე?

სად შემიძლია მე მაგდენი....

მმ

აბა ჭეშმარიტ ღმერთზე უნდა ვისაუბრო?

სად მე და სად ჭეშმარიტება..

აბა კიდევ 32838490218418428 ჯერ ვსთქუა

რომ

ყველაფერი გავლადია?!

უფჰხთ...

მაგას რაღა თქმა უნდა

ისედაც სარკეში რომ ვიყურები

უკვე მგონია

რომ

მე კი არ ვარ

წარსერა ჩანს სარკეში

"წარმავალია ყოველი"

და

ისა..

როცა რამე შემომაფიქრდება

ხოლმე

ან ალუჩა მინდება

ან

თეთრი ფურცლის გაურკვეველი ფიგურებით "ჯღაბნა"

მერე ყავას ვსვამ

და

ყავა თავის ადგილას აბრუნებს სხვისი ადგილიდან წამოსულ ფიქრებს..

სულ ესაა...

მერე ისევ მოვლენ ადამიანები

ისევ წავლენ

ისევ მოვლენ

ისევ წავლენ

ისევ მოვლენ

ისევ წავლენ

სადამდე?

მანამდე სანამ მე არ წავალ

არადა მე წასვლას არსად არ ავპირებ

ჰხეჰხე

და ამას აქ რატომ ვწერ

არ ვიცი...

ალბათ იმიტომ 

რომ

ამდენ ქაოსსა

და მიმოსვლაში

მაინც რჩებიან ადამიანები

რომელთა წასვლაც არ მინდა....

 უბრალოდ მინდა ვუთხრა

რომ

დარჩით, აი აქ, სადმე, ჩემს ახლოს დასახლდით

და

მერე რა რომ კარგი მეზობელი ვერ ვარ

ვერც ხაჭაპურს დაგიცხობთ

და

შესაძლოა, საღამოობით ყავაზეც არ გადმოგიპატტიჟოთ..

შეიძლება, ვერც ის მოგიყვეთ

რომ

მიხარია

და

იმას ხომ საერთოდ ევრ ვიტყვი

რომ

ისა მეთქი...რა ჰქვია :უსერ:

მაგრამ 

მეცოდინება რომ ახლოს ცხოვრობთ

და

გამიხარდება

და

პერწკლი, ხომ იცხოვრებ ჩემ თან ახლოს

ხომ არ გადასახლდები....

: \

წავალ ახლა

გავიპარები : ))

რომ მოხვალ

ქაოსი დაგხვდება..სულ აგირ–დაგირიე სახლი

მარტო დასატოვებელი არ ვარ : )))

მარა ისა.....

მე ვიცი რომ შენ იცი რომ

როცა

აქ მტოვებდი

ჩემგან სხვას არც არაფერს მოელოდი : )) :ც

ბევრი 

ღრუ

ბლები 

ნუ 

მე ღრუბლები.... 

ვერ ვყოფილვარ კარგი სტუმარიო – სთქუა მან და წავიდა....... :&