საკმარისია რამე კითხვა, აზრი და ა.შ. გამიჩნდეს და შესაბამის თემაში შევლაგდე დასაპოსტად, რომ სადმე იქვე აუცილებლად მხვდება თვალში ნაწერი, იდენტური კონტექსტით ან პირდაპირ
და
გამოვდივარ უკან...
გამივლის ნეტა ოდესმე? : )))))))
კიარადა
ნეტა მე რო ცაციობას არ გადავჩვეოდი
როგორი ვიქნებოდი?
ექვს წლამდე ენაჭარტალა ვიყავი საშინელი, პირველ კლასში ხმა არ ამომიღია მგონი საერთოდ. მის მერე უცხო ხალხში თითქმის არასოდეს არ ვერეოდი კამათებში და ვცდილობდი რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიმექცია. გამიარა ნელ-ნელა, უფრო სწორედ, მე გავავლევინე, მომბეზრდა ისეთი მე და.... მარა ძალისძალით.... ის კი არა, რომ მეხუმრებოდნენ რაღაც საშინლად არაადეკვატური რეაქციები მქონდა, მერე და მერე საკუთარი თავი შთავაგონე რომ ეს უბრალოდ ხუმრობაა და მეტი არაფერი, ახლა უკვე სხვებთან ერთად ვიცინი...
არა აი რა უნდოდა იმ ქალს, მთელი კლასის თანდასწრებით რომ მიკრძალავდა მარცხენით წერას????? : (((( დამნაშავის და "ცუდის" კომპლექსი ახლაც კი მაწუხებს ხოლმე ხანდახან, სადღაც, გულის სიღრმეში.
ჰხოდა
ახალი თერაპია მოვუფიქრე ჩემს თავს და გაამართლა. თითქმის უცხო ხალხთან წავედი ლაშქრობაში და შევეცადე ის ვყოფილიყავი, რაც ვარ, ზედმეტი ზამოროჩკების და აუ ასე არ ვთქვა-გავაკეთო-ს გარეშე. ჰხოდა რა კაი იყო :უსერ:
2 comments:
isa.......... :user
აგერ უკვე მერამდენე წელია
საკმარისია რამე კითხვა, აზრი და ა.შ. გამიჩნდეს და შესაბამის თემაში შევლაგდე დასაპოსტად, რომ სადმე იქვე აუცილებლად მხვდება თვალში ნაწერი, იდენტური კონტექსტით ან პირდაპირ
და
გამოვდივარ უკან...
- mec ase var da amitomac dziritadad ver vpostav komentarebs :D
Post a Comment