ბოლო რამდენიმე დღეა საშინელი ყელისტკივილი, ცხვირში გაჭედილობა და საკუთარი ხმაურიანი სუნთქვა მაღვიძებს,პლიუს მტკივა თავი და საშინლად მაქვს სახე დასიებული.
პლიუს მომკალი და ვერ ვდგები, რა მჭირს არ ვიცი, დილას უნდა წავსულიყავი ჯერ უნიში მერე ლაბში, ავდექი, სარკეში ჩავიხედე და გული გამისკდა, თვალები არ მიჩანდა, ასეთი სახით არ გავალ არსად, ამოვიდა ყელში, პლიუს ზეგაღიზიანებული ვარ...
კატას რაღა უნდა ვერ ვხვდები, დილიდან თავზე მაზის ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ხან მასაჟებს მიკეთებს ზზურგზე, საერთოდაც ადრე თუ ფეხებთან ეძინა ახლა ჩემზე ძინავს და თან საკმაოდ მძიმეა, ისიც კი არ აწუხებს შუაღამისას აღშფოთებული რომ მივაბრძანებ ხოლმე იატაკზე, ვეღარ ვტრიალდები წესიერად.წეღანაც გავახილე თვალი,დგას და მომშტერებია , გავიზმორე-ანალოგიურად გაიზმორა, ავდექი, მიირბინა თავის საჭმელთან (სავსე უდგას) და ამიტეხა კნავალი.
ღრრრრ, რა უნდა ვახ : ((
ყავას დავლევ და რამენაირად გავბობღდები უნიმდე, საქმე მკვდაარი წეტრილიდან თუ არ დავძარი, დამერხევა კაპიტალურად და მეშინია...
ასეთჳ მორიდებული არ ვიყო რაღა მიჭირდა.....
და ვაი იმისი ბრალი ვინც გზად გადამეღობება ისეთ დღეში მაქვს ნერვი.
update: ესსეიგი მაღლივის უკან რომ მოკლე ჩასასვლელი იყო პირდაპირ ქავთარაძეზე, ვიღაც მახათმომარჯვებულს შემოუღობია, იმას შეეწეროს ყველა ჩემი ცოდვა,ახლა როგორღა ვიარო მეტრომდე მოკლეზე :((, მერეკიდე საინტერესო განცხადება ვნახე, 13-ში პარასკევს ლექციას კითხულობს ვინცხა,2 საათზე, საინტერესო თემაა და იმედია არ დამავიწყდება, აქ დავწერ რომ არ დამავიწყდეს, მარა ასე 5-ჯერ მივბრუნდი, ხან რისი დამახსოვრება დამავიწყდა, ხან რისი, დაცვა უკვე ცერად მიყურებდა, აკლია მგონი ამასო.
გზადაგზა აღმოვაჩინე რომ თურმე უკვე დათბა და სტუდენტკები თხელი კურტკებით და ზოგიერთი სულმთლად ჟაკეტებით დაიარებიან მეკიდე უზარმაზარი დუტით თეთრი ყვავივით ვჩანდი, თან დამცხა კიდეც, იქვე აყვავებული შვინდი და კიდევ მგონი ჭერამი დავინახე (ნუ თეთრად მგონი ეგ ყვავის), ჰხომდა კიდევ ერთხელ დავფიქრდი, ნეტა ვინ ცხოვრობენ იმ პაწუკა სახლებში, მაღლივთან გორაკზე რომაა შემოსკუპებული, ბავშვიანი ქალი ადიოდა კიბეებზე და ადრე არ დამინახავს მანდ. სულსულ ადრე ვიღაც სტუდენტი ცხოვრობდა, ხშირად ჩემთან ერთად ჩარბოდა მოკლე გზით და ერთად ვაგვიანებდით ლექციაზე, ოღონ ის მაღლივში მე ბიოლოგებში, მერე ისიც გაქრა და ახლა ცოლ-ქმარს ვხედავ ხოლმე, ძაღლი ყავთ, გემრიელი ხეხილი უდგათ და შეშის ღუმელი აქვთ.დენიც შეყვანილია, მაგრამ სახლი კი არა ქოხი უფრო ეთქმის, ერთსართულიანი დაბალი, სამშენებლო მასალების ნარჩენებით ნაგები ღობით, პლიუს რაღაც დაჟანგებული რკინებიც ყრია იქვე.
ჰხომდა ბედის ირონიაც ამას ქვია, სახლიდან გასვლამდე მზე იყო გარეთ, მოვედი -მზეა აშკარად მეკიდევ რატომღაც ღრუბლიან ამინდში მომიწია ბოდიალი :სპაი:
1 comment:
კატა ცდილობს გიმკურნალოს :)
Post a Comment