February 27, 2009

რას უსმენ?--არ ვიცი

"პატივს სცემს შენს მუსიკალურ გემოვნებას, როგორი უცხოც არ უნდა იყოს მისგან."

ოდა, ეს დაწერა სვითიმ თავისთან,იდეალური შეყვარებულის პირობებში.
ჰხომდა აი ამიხსენით რა რატო აქვს ამხელა მნიშვნელობა ზოგადად იმას თუ რა მუსიკას უსმენ? ძალიან ბევრი ადამიანისგან მიმიღია კითხვა რას უსმენ და მხრების აჩეჩვის მეტი რეაქცია არ მაქვს, მართლა არ ვიცი რა ვუპასუხო ხოლმე. ვუსმენ იმას რაც იმწუთას მინდა, რუსული პოპსით დაწყებული ბრახუნით დამთავრებული, აი სადღაც მოვისმენ, მივაემპეტრივებ და ვუსმენ-ვუსმენ-ვუსმენ -მომბეზრდება ახალს მოვნახავ და ა.შ. შესაბამისად არ მადარდებს რას უსმენს სხვა,იმიტომ რომ მე თუ ძალიან ტვინისწამღები არაა,ნებისმიერი მუსიკა მესმენინება, და თუ რამე საინტერესოობა აღმომაჩენინა მაგას ხომ რა ჯობია.
ჩემთვის მუსიკა არის უბრალოდ ფონი, დამხმარე ფიქრისას და განწყობილების შესაქმნელი. მაგრამ რომ მკითხო შძეიძლება ვერც გავიხსენო მელოდია-ტექსტი, ის თავისთვის მღერის მე ჩემთვის ვარ და უბრალოდ ემოციებს ვცვლით.
ნუ ან რატო ითვლება აუ ის იმას უსმენს დონეა ეს ამას, გოიმობაა.

2 comments:

nati kuda said...

ჩემთვის ცოტა მეტია, ვიდრე ფონი და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარს თუ არ მოსწონს, პატივს მაინც სცემდეს ჩემს გემოვნებას. ეს იგივა, რაც ჩაცმის სტილი ან ცხოვრების წესი. და არაფერშუაში არაა ის, თითქოს თუ მუსიკას არ უსმენ, გოიმობაა.

Anonymous said...

diax, me mesmis tqveni :yes:

arafers ar vusmen da Tu vinmem ar gamaxsenda, xandaxan saertod mavickdeba musikis arseboba.

:|