November 18, 2011

მოხუცი ქალი, რომელიც ახლა ალბათ უკვე მკვდარია



ორი თუ სამი წლის წინ, ენქაუნთერს რომ ვთამაშობდი ხოლმე, ღამე დავბოდილობდით, თამაშს ვგეგმავდით, ტურების ლოკაციებს ვარჩევდით. ერთ-ერთ ასეთ გასვლაში მოხუცი ქალი ვიპოვეთ, თოვლში და ყინვაში, როცა სქელი დუტის ქურთუკი მეცვა და მაინც ვიყინებოდი, სკვერში იჯდა მოკუნტული და ზემოდან პარკი და მუყაო ეფარა.
პოლიცია გამოვიძახეთ, მოვიდნენ, კითხვები დაუსვეს. არეულად პასუხობდა, თავს მაღლა არ წევდა, აშკარად უნდოდა, თავი დაგვენებებინა და მალე წავსულიყავით.
პატრულმა უარი თქვა სადმე წაეყვანა, აზრი არ აქვს, ერთი ღამით თუ წავიყვანთ, მერე მაინც გარეთ უნდა გამოვუშვათო. თან დააყოლეს, "რამდენი ასეთია"...

სარეცხი გავფინე წეღან, ყინავს გარეთ და ისევ ის ბებო გამახსენდა.

მოკვდა ალბათ უკვე და ამ ზამთარსაც ბევრი მისნაირი ვერ გადაიტანს.

ხოდა, მე ეგოისტურად მიხარია, რომ თავშესაფარი მაქვს და ასეთ ამინდში ყოველთვის მახსენდება ის ბებო, ყინვაში.

და ბებო, აღდგომის კვერცხებით.

საწოლის სირბილე რომ დააფასო, ცივ იატაკზე უნდა დაიძინო. ან ერთხელ მაინც უნდა წახვიდე ლაშქრობაში და კარავში, პარალონზე ორი-სამი დღე ძილის მერე სახლში დაბრუნებისას ორმაგად დააფასებ ცხელ შხაპს და ბალიშს.

არა, რა სენტიმენტები, უბრალოდ, სარეცხი გავფინე და ძალიან შემცივდა, ტვინიც მომეყინა და ვბოდავ.

p.s. ზედა სურათი რომში გადავიღე, დღემდე არ ვიცი, რა წერია ზედ.

4 comments:

Anonymous said...

usaxlkaro mshieri var, daxmareba mchirdebao.
bolo zolshi weria, samushaos vedzebo :)

Anonymous said...

is uweria ro aris usaxlkaro da ro daexmarot sakvebit an monetit

პერწკლი said...

მადლობა, ანონიმურო ))

გურამი said...

ბეჰ.. რად მინდოდა კარავში დაწოლა, ისედაც კარგად ვიცოდი საწოლის ფასი. მარა კარავი.გე-ს და სინდისს რა ვუთხარი - ესაა ფორუმი მათთვის, ვისაც ერთხელ მაინც უძინია კარავშიო და წავედი და დავიძინე მეც.. :(