April 25, 2011

სიკვდილი, რომელიც არ აგვირჩევია


  • ლოგიკას თუ დავუჯერებთ, თუ ჩემთვის არ უკითხავთ, მინდოდა თუ არა დაბადება, რატომ უნდა მკითხონ, მინდა თუ არა სიკვდილი?
  • თუ ჩემთვის არ უკითხავთ, როგორ თეთრეულში მინდოდა წოლა და რომელი ეტლით სეირნობა, რატომ მეკითხებიან, რა უნდა ჩამაცვან სიკვდილის მერე, და რატომ მამზადებინებენ საფლავის ადგილს?
  • თუ ჩემთვის არ უკითხავთ, ვისი და რისი მინდოდა რომ მწამებოდა, რაღატომ მეკითხებიან, მინდა თუ არა ზიარება სიკვდილის წინ?
  • თუ ჩემთვის არ უკითხავთ მინდოდა თუ არა აქ დაბადება, რაღატომ მთხოვენ დაბადების ადგილის ერთგულებას?
  • ევთანაზია რომ დაუშვან ქვეყანაში, როგორ გგონიათ, რამდენი ადამიანი აირჩევდა საბოლოო დღეს, საათს, ამინდს, ფრაზას, ადამიანებს, გარემოს, ფრაზებს, მეთოდს?....
კი, ჩვენ ყველანი, მოვკვდებით, მაგრამ....
  • ჩვენ არ აგვირჩევია დაბადების დეტალები და ვერც სიკვდილის დეტალებს ავირჩევთ, ჩვენში ჩადებული იმ რელიგიური დოგმების გამო, რომელიც ბავშვობაში ჩვენს მაგიერ აირჩიეს...
ჩვენ ვიზრდებით და ვიბრძვით, რძეში ჩაგდებული თაგვებივით, მაგრამ მთელი ცხოვრება კარაქი გვაცხია ტანზე, ის კარაქი, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია.

და თუ ცხოვრება წიგნია, რატომ ეძლევა ყველას, განურჩევლად ნიჭისა და უნარისა, პირველი თავების დაწერის უფლება?

9 comments:

Anonymous said...

ამისთვის არსებობს წინა სასიკვდილო თხოვნა (სიტყვა სიტყვით მგონი ასე ითარგმნება)დაწერე,ან ჩამოაყალიბე რა გინდა და რა არა და ისე იქნება:)

პერწკლი said...

სხვაგან ხარ, უკაცრავად : ))))))

Anonymous said...

ევთანაზია მე მინდა,ჭიაყელების ლუკმად არ მინდა ვიქცე,მაგას მირჩევნია სადმე ქარს გამატანონ:

პერწკლი said...

აქ გარემოზეა და ცხოვრების ბაზისურ ასპექტებზეა ლაპარაკი,(არადა ვერ ვიტან მაღალდფარდოვან ლაპარაკს:( ) რომელსაც ჩვენ ვერ ვირჩევთ, სხვა დანარჩენი, ისე, კორდებალეტია : )))) პ.ს. რომელი ხარ?

Anonymous said...

ევთანაზია მე მინდა,რომ მცენარეს არ დავემსგავსო და კიდე ეგზუმაცია ,ჭიაყელების ლუკმად არ მინდა ვიქცე,მაგას მირჩევნია სადმე ქარს გამატანონ:

შესწორება

Unknown said...

"და თუ ცხოვრება წიგნია, რატომ ეძლევა ყველას, განურჩევლად ნიჭისა და უნარისა, პირველი თავების დაწერის უფლება?"

არ მოგწონს ეგ?

პერწკლი said...

ნწუს, იმიტომ რომ ხშირადუფროსების მიერ ბავშვისთვის დაწერილი ის "პირველი თავები" განსაზღვრავს ბევრ რამეს.

babisa said...

ჰომარა, ევთანაზია მაშინ ’ხდება’, როცა ადამიანი სასიკვდილოდ გადადებულია და იტანჯება და არ შეიძლება ჯანმრთელმა ადამიანმა თარიღი დათქვას და თავი მოიკლას,არა?

პერწკლი said...

ბაბისა, კი, ევთანაზია მასე ხდება, მარა ზოგადად რელიგია "არ გვაძლევს" ამის საშუალებას, სამუდამო სასჯელის შიშით, სულ რომ ნება დაგვრთონ.