March 15, 2011

შიშველი სხეულების სიმართლე


ყოველთვის ვერიდები უცხო ხალხში საკუთარი თავის გამოხატვას,
ჩვევა მაქვს ასეთი-
ვცდილობ, საკუთარი თავი დავმალო:
მაინც ყველას აღიზიანებს
და უცნაურად, უინტერესოდ ან არაკომფორტულად მიაჩნია...
(ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.)

რაშუაშია და...

შეგიმჩნევიათ, რომ ემოციები ღამის და დღის თორმეტ საათებზე ძალიან მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

და ის მე, ვინც დღის თორმეტ საათზე სამსახურში ზის, ვერასოდეს მიხვდება იმას, რას გრძნობს და აემოციავებს ღამის თორმეტ საათზე აქ მპოსტავი, კოცონთან ყავის ჭიქით მჯდომი, ტყეში ბალახზემწოლიარე ან მეგობართან ერთად ფილმსჩაჯდომილი მე.

ადამიანი არასოდესაა იმაზე გულწრფელი და ნამდვილი, თავისთავსმიკუთვნებული და ბუნებრივი, ვიდრე შიშველი, იქნებ ამიტომაც, ადამიანების უმეტესობა ვერასოდეს ლაპარაკობს რაიმე მნიშვნელოვანზე თუ ტრუსიკი მაინც არ აცვია და გაცილებით უფრო უჭირს მოტყუება... (იმჰო, ასევე აღიარებითი ჩვენება რამდენიმე მდედრისგან, შემთხვევით მოსმენილი)

ტანსაცმელი-
  • ადამიანთა უმეტესობის ნიღაბი და თავშესაფარი,
  • პირობითი მორთულობა, ყველაზე მარტივი საშუალება-შევუქმნათ შთაბეჭდილება გარშემომყოფებს, ვმიმიკრირდეთ და ადაპტაცია მოვახდინოთ შესაბამის გარემოსთან.
  • ტანსაცმელი, ანუ განწყობა, როცა "სერიოზულ" საკითხებზე სამსჯელო საყოველთაოდ მიღებული აზრები თავისთავად მოდიან და მარტივია, საკუთარი სხვაგან გადამალო.
  • შეგიმჩნევიათ, როგორ გეცვლებათ ხასიათი იმის მიხედვით, ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვიათ თუ მოხერხებული ტაპოჩკები, ჰალსტუხი გაქვთ წაჭერილი პერანგზე თუ უჰალსტუხოდ, მაისურით ხართ?

სიშიშვლე-
  • როგორც უმწეობა და ნდობა.
  • ჩვენ ყველას არ ვანახებთ ჩვენს შიშველ სხეულს (ალბათ ამ მიზეზით?).
  • შეგიმჩნევიათ რა ბედნიერი სახე აქვს ჩვილს, როცა ტანსაცმელს ხდი?
  • გიცდიათ ძილი სრულიად შიშველს?


თქვენ გიძინიათ ტბის პირას, ღია ცის ქვეშ, მხოლოდ საძილე ტომარაში და დილით თვალგახელილს, თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი აისი დაგინახავთ? არა? და რაღაც უცდით?

და რატომღაც, იმის მაგიერ, რომ ჩემი წილი პიჟამოთი ჩემს წილ ლოგინში მეძინოს, ჩემს წილ ინტერნეტსივრცეს ვანაგვიანებ აზრებით, რომლებიც აქტუალურობას ამ პოსტის გამოქვეყნებისთანავე დაკარგავენ და დილით ისევ წავსამსახურდები, სადაც ყოველთვის ხვდებიან, რომ ლაშქრობაში ვიყავი- დილაობით ბედნიერი სახე გაქვსო.


მე არ ვიცი, როდემდე მეყოფა ძალა, ღამის თორმეტ საათზე მოსული ემოციების და აზრების გასაძლებად.

თუმცა, როდის იყო, ემოციებისგან კვდებოდნენ...


პ.ს. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ამაზე კაცები, მე მხოლოდ საკუთარი, ქალური პოზიციიდან ვაფიქსირებ ყველაფერს...
პ.პ.ს. არადა სულ სხვა რამის დასაწერად შემოვედი აქ, როგორც ყოველთვის...

6 comments:

Anonymous said...

შეგიმჩნევიათ რა ბედნიერი სახე აქვს ჩვილს, როცა ტანსაცმელს ხდი?

ჩაიცვი პამპერსი, კაი ხნის მერე გაიხადე და ნახავ შენც რა ბედნიერი სახე გექნება:))

ეს ხუმრობით, პოსტი მომეწონა

Anton Ego said...

ჩემთვის ღამის 4-5, ასევე 1-2 საათის განცდებია საშინელი. განცდები, როცა ვხვდები მარტო ვარ და ის პასუხისმგებლობები და უარყოფითი განცდები, დღისით რო იმდენად არ მახსოვს, მთელი სიმძიმით მაწვება კისერზე.. მერე თენდება, მზე ამოდის და ვსიო.. იფანტება ყველაფერი.. :)
რაც შეეხება შიშველ ძილს.. კატასტროფაა..

Sophie שרה Golden said...

სიშიშვლე ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა, თავისუფლების და ბუნებრიობის...

სასწაულად კარგი პოსტია.

Anonymous said...

”შეგიმჩნევიათ, რომ ემოციები ღამის და დღის თორმეტ საათებზე ძალიან მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან?”
რა თქმა უნდა მასეა,განსხვავდება აზრები--ღამე უფრო ’შიშველს ’გხდის (აზრებს ვგულისხმობ) :)

Giochi said...

ძალიან, ძალიან მომწონს შენი ნაწერები =))

თოვლი said...

თითქოს დიდი აღმოჩენა გავაკეთე დღეს შენი ბლოგის "პოვნით". აქტიურად ვიწყებ კითხვას..:)) ვიპერწკლავო უნდა შენს პოსტებში..:)) <3