February 03, 2011

3.წერილი მშობლებს.


მამა, ბებია (მარცხნივ) ბიცოლა (მარჯვნივ) ნათლია და შეთავსებით ბიძა (მარცხნივ ზემოთ) და უცნობი ნათლია, ნეტა ვინაა (მარჯვნივ ზემოთ)
მე- შუაში, მაშინ მაკა მერქვა. სამი წლის ვარ და ახალმონათლული.,
დედის ელექტრონული სურათი არ მაქვს. აქ რატო არაა, არ ვიცი.

ამ ადამიანებიდან მარტო მეღა ვარ ცოცხალი და ბიცოლა. იმ უცნობის ასავალ-დასავალი არ ვიცი. (არც მაინტერესებს რომ არ დაგიმალოთ).


გამარჯობა, დედა.
გამარჯობა, მამა.

მადლობას არ ვიხდი, რომ გამაჩინეთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ მითხოვია.
არც გაზრდისთვის არ ვიხდი მადლობას, არც ეგ არ მითხოვია. თუმცა, მადლიერი ვარ.
დედა

სამწუხაროა, რომ ჩვენი ბედნიერების კრიტერიუმები ძალიან განხვავდება ერთმანეთისგან, მარა ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ მამაჩემს ცოლად გაყვებოდი, ხო იცოდი, რომ კაკ მინიმუმ ერთი ცალი მეორე მშობელსაც დაემსგავსებოდა.
ხოდა, მადლობა იმისათვის, რომ იმ 90-იანებში გაჭირვება არ მიგრძვნია და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მე ჩემებური პრინციპებით უნდა ვიცხოვრო, სხვანაირად ძალიან, ძალიან უბედური ვიქნები.

შენ მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მე იქ ვყოფილიყავი, სადაც ვარ ახლა.

მამა

წარმოდგენა არ მაქვს, როგორი იყავი, დედაჩემს თუ რამე არ მოწონს, შენ "გაბრალებს" მარა ეგ ზოგადად მასეა ხოლმე. ერთი ეგაა, დედას არ ვგავარ,სხვა რა დამრჩენია, შენ უნდა გგავდე. ცოცხალი რომ იყო, იმას მაინც მასწავლიდი, ხალხთან ურთიერთობა როგორ ისწავლე.
იმედია სადმე იქ უკრაინაში შვილი არ გყავს, კიარადა, ნეტა გყოლოდა და დედაჩემისთვიაც გეთქვა, სულ მინდოდა და მყოლოდა. თან უფროსიც იქნებოდა და ჭკუასაც დამარიგებდა ხოლმე.

არ მახსოვხარ, შენი კუბო მახსოვს მარტო და სიზმარი, სადღაც რომ წახვედი და მე არ წამიყვანე თან. ნუ გეშინიაო მითხარი, და კიდევ რაღაცეები. ლალიკო რომ იძახის, ბავშვები სიზმარში გიგას ხედავენო, არ ტყუის, ბავშვები მართლა ხედავენ იმას, რის დანახვაც დიდებს არ შეუძლიათ, უბრალოდ, უმრავლესობას ავიწყდება, როცა იზრდება.
მე არ დამვიწყებია. ვერ ვხვდებოდი, რა ატირებდათ, შენ წახვედი და მეც გაგიშვი, დაგივიწყე.

უცნაურია, მაგრამ არასოდეს არ მომისაკლისებიხარ მანამ, სანამ ერთ დღესაც არ აღმოვაჩინე, რომ შენ რომ ცოცხალი ყოფილიყავი, დედა აღარ მომიწყობდა ისტერიკას ეგიდით "რატომ დადიხარ პახოდებში", ან უფრო იოლად გადაიტანდა ამას.

და როცა აღმოხდა, მაგის შვილისგან სხვას რას უნდა მოელოდე, ქორწილში ჯინსებით და კეტებით მოვიდაო (ეს 80-იანებში ხდებოდა) მაშინ მივხვდი, რომ შენი შვილი ვიყავი.

არც ახლა არ მკალიხარ, უბრალოდ, არ არსებობ და ვსო.

3 comments:

hypatia said...

ღღმერთო რა ძალიან ნაცნობი სიტუაცია.და როგორ კარგად მესმის შენი... ცრემლი მომადგა.გამახსენა ის რისი დავიწყება ც ყველაზე ძალიან მიჭირდა/გამიჭირდა.მადლობა ,რომ გამახსენე ის ,რაც ამ დღეს არ გახსნებეია,

Kate said...

თითქოს ჩემი ისტორია წავიკითხე.

Kate said...

იმდენი დამთხვევა იყო, რომ რავიცი რა. თუნდაც აი ის, რომ დედაშენი მამაშენს გადარებს ხოლმე. და რავიცი აბა.