January 16, 2011

სექსუალურობა ანუ ე.წ. შარმი


დასაწყისისთვის, რას ვგულისმობ ამ სიტყვაში: დადებით, ნაპერწკლებიან, ემოციებიან და მყუდრო ენერგიებს, რომელსაც ადამიანები ასხივებენ მიზანმიმართულად ან მიზნის გარეშე. ასევე, ჩაცმულობას, მანერებს,ქცევებს,აზრებს, რომლებიც გვიზიდავს და ურთიერთობის სურვილს გვიჩენს.

ყველაზე მეტად ამისადმი დამოკიდებულებაში ჩანს ადამიანების ზესუბიექტურობა.
მაგალითად, ვიღაცისთვის დაკუნთული მამრია სექსუალური, ვიღაცას გააააააააამხდარ კაცებზე აკანკალებს და ვიღაცას კიდევ ფუნფულაზე, ვიღაცას მწვანე მაიკა მოწონს, ვიღაცას იაპონური ხალათი და იმ ვიღაცას შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხი. ეს ისე, ძალიანძალიან ზოგადი სურათია, სინამდვილეში ჩვენ ყველა სხვადასხვა რაღაცეებზე ვჭედავთ.

მაგრამ, არის ერთი დიდი მაგრამ: სად მიდის მთელი ეს ცოდნა, როცა საქმე "გაპრანჭვას", ანუ საპირისპირო ადამიანებისადმი "თავის მიწოდებას" ეხება?
კაცებში საქმე კიდევ ცოტა უკეთ გვაქვს, იმიტომ რომ საქართველოს რეალობაში გამოსავალი ორად-ორია:ჯინსი და მაიკა (ზაფხულში ადამიანური შარვალი) ან "კლასიკური" პერანგი, კოსტუმი, რამე, ანუ რაც არაა, იმასთან პრეტენზიები ვერ გვექნება : ))))

რაც შეეხება ქალებს.. აბსოლუტური უმრავლესობა ავტომატურად
  1. დგება ქუსლებზე
  2. იკეთებს დეკორატიულ მაკიაჟს
  3. იყენებს რამე ფოეფოე ვარცხნილობას
  4. იკეთებს სამკაულებს
  5. იცვამს ფიგურაზე მომდგარ კაბას
  6. ისხამს სუნამოს
  7. და ავტომატურად ითვლება რომ ის უკვე ქალურია.
როცა სადმე საქეიფოდ მიწევს წასვლა ისეთ სიტუაციაში, სადაც ქალს უნდა ვგავდე, ავტომატურ რეჟიმში ვასრულებ 3,4, და 5 პუნქტებს და პროგრამა-მინიმუმი შესრულებულად ცხადდება, საზოგადოება კმაყოფილია, მეც კმაყოფილია იმით რომ საზოგადოება კმაყოფილია.

მაგრამ: არასოდეს, მთელი ამ ჩემი ქალურჩაცმულობიანი ისტორიის მანძილზე არ მიგრძვნია თავი ისე, როგორც აბაზანის მერე, ტანზე კრემწასმული, ოთხი ზომით დიდი მაიკით დავდივარ ფეხშიშველი. ან ჯინსი,კედები, ფერადი გეტრები და რამე ნახატიანი მაიკა მაცვია, ანუ, ზოგადად, აჩაჩული და კომფორტული დავდივარ ან ზაფხულში რამე ფრიალა კაბა მაცვია. ამ დროს ჩემი სხეული კომფორტულადაა და კომფორტულ ენერგიებს ასხივებს.

ყოველდღე, ტრანსპორტში, ძალიან ბევრი გოგო ამოდის-ჩადის, ქუჩებში კიდევ უფრო მეტი მხვდება, და ძალიან ცოტასგან მოდის ის იმპულსები, რასაც სექსუალურობა ქვია. უმეტესობა დაძაბულია, ისეთი დაძაბული , თვალის არიდება მიწევს, უარყოფითი განწყობა რომ არ გადმომედოს.

თითზეჩამოსათვლელ ქალებს ვიცნობ, ვინც რეალურად კომფორტულადაა მსგავს "უპაკოვკებში" და ძალიან ბევრია ისეთი, ვინც პირდაპირ იძახის, მე მიდნა ასეთიდაასეთივიყოაინახეროგორმაცვია.

კი, თვალისთვის სასიამოვნოა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ენერგიის მზომელი აპარატები სხვა რამეს მეუბნებიან.

ან მე ვარ არანორმალური და ჩემი ენერგიების თეორიაც სისულელეა.

მაგრამ რატოა სისულელე, როცა ჩემი ორი მეგობრიდან ერთი სუპერპუპერ ქალურადაა ჩაცმული, მეორე ძალიან აჯაჯულად და ორივე ზუსტად ერთნაირ ენერგიებს ასხივებს, იმიტომ რომ მათ იციან, რა უნდათ და როგორ უნდათ და კომფორტულად არიან თავიანთ სხეულებში და სხეულებთან.

და Relax, please.... იდეალური ტან-ფეხი და მაკიაჟი სულაც არაა იმის გარანტია, რომ თქვენ სექსუალურები ხართ. სამაგიეროდ, რელაქსირებული, მშვიდი, თვითდარწმუნებული და გრაციოზული ქალი საპარადო ფორმიანად ან იმის გარეშეც კი იმაზე მეტად მიმზიდველია, ვიდრე თქვენ ეს გგონიათ.

და მამრებს რაც შეეხება, იგივე მინდოდა მეთქვა. სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, თუ შინაგანი ენერგია არ გაქვთ, ეს უბრალოდ ყირაზე გადასვლა იქნება და არა ჟრუანტელისმომგვრელი მნიამნია ქმედება, რომელიც მაშინაც მჟრუანტელებიანია რომც იჯდეთ და ფეხიფეხზეგადადებული ყავას სვამდეთ ან ჭურჭელს რეცხავდეთ ან შეშას ჩეხავდეთ და მწვადებს წვავდეთ კოცონზე.

ვაჟკაცობა გულზე მჯიღის ცემით არ ისაზღვრება, არც კუნთების რაოდენობით და ფსევდომასკულანური ქმედებებით. მასკულანური ენერგიის გარეშე ეს უბრალოდ ავტომატური "აიმემამრივარშემომხედეთ" ტიპის ქმედებაა, ხშირად მექანიკური, იმიტომ რომ "ასე უნდა იქცეოდეს ვაჟკაცი".

3 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

ეგრეა ნამდვილად. შინაგანი პეწი და შარმი როგორც არ უნდა შეფუთო ( ტომრის ნაჭერში თუ სუპერ საღამოს კაბაში) მაინც იქნება პეწი და შარმი და თუ ისინი არ გაქვს სულ რომ შანელი დიორი და მისთანა პეროობა გეცვას გედოს და გებას არაფერი გეშველება ადამიანს.

ჰოდა კიდევ როცა კარგად ხარ ამას სხვებიც გრძნობენ და ეს გადამდებია ♥

Asklypiodota said...

გეთანხმები,ერთეულები გრძნობენ თავს კომფორტულად თავს 10 სმ-იან ქუსლზე:)მესმის არსებობს ეტიკეტი,არ შეიძლება საქმიან შეხვედრაზე კედებით და დახეული ჯინსით მიხვიდე,მაგრამ ყოველდღიურ სამოსად საღამოს კაბა არ მესმის და მომკალი,თან თუ ეს კაბა ისეთი ვიწროა ყვითელ ავტობუსში კიბეზე ასვლა გიჭირს:)

Anonymous said...

:პირღიასმაილი:
აბსოლუტური სინამდვილე