October 03, 2010

უფლისციხე-ატენის სიონი 5-წუთიანი მარათონით



ხოოოოოდა, ესეიგი ასე და ამგვარად, პირველად ვიყავი სამსახურთან ერთად ექსვკურსიაზედ, ვიყავით ბევრი კაცი, ასე 25-28 ცალი, ლაბი, გაყიდვები, ბუღალტერია, მარკეტინგი და უმფროსობა. (მომიტევეთ წერის პერიოდში სიცხე მაქვს და ცოტას ვიბოდებ).


შეკრება დილის ცხრაზე იყო დანიშნული, ჩემი დილისათსაათზეადგომადი ძმა ადგა 8-მდე, იბანავა და ისევ ბედნიერად მიეძინა, მხოლოდ წასვლის წინა წუთებშიღა შეფხიზლდა მხოლოდ იმისათვის რომ ავტობუსში გაეგრძელებინა ძილი.

პირველ რიგში ჩემი მაღალქუსლიანი თანამშრომელები შევათვალიერე, საბედნიეროდ, გადავრჩით, დაბლებზე ეცვათ! თუმცა ეკამ მაინც მოახერხა და მაღალქუსლიანი მოსახერხებელი სალაშქრო სანდლები იშოვა (ძეგლის ღირსია იმჰო :D ) და 9-ზე შესაკრებელი და გასასვლელი სასტავი გავიდა 10 საათსა და რაღაცეებზე. (აქ წარმოვიდგინოთ გამარჯობა საქართველოს ლაითი ვერსია ჩემი სახით).

პირველი გეგმაში სამთავისი იყო, მახსოვდა რომ აქ იყო ის ხე, ძალიან რომ მიყვარს. გზაში იმდენი ვილაპარაკე, ეზოში რომ შევედით, აბა სადაა შენი ხეო?! არ იყო :((( მერე გავარკვიე, ერთაწმინდაში ამრევია. არადა ისე მიყვარს ის ხე.... რარაცნაირად საყვარელი ტიპია, ხასიეთა. არდა სამჯერ ვიყავი და სამჯერვე ვიღაც კონწიალობდა იმ ხეზე და ვერასოდეს ვერ გადავიღე.

ხოდა შემდეგ წავედით ატენის სიონში. დედათა მონასტერი კი ყოფილა მარა მე რომ იქ საცხოვრებლები და მეურნეობა ვერ ვნახე + მოუვლელი იყო იქაურობა? ზვიომ ეკლესიის ეზოს გარეთ სიგარეტს მოუკიდა და მაშინვე მიიღო კომენტარი, ეკლესიური ადამიანის მიერ წარმოთქმულის შესაფერისი, მე შესაბამისად, ანტიეგეთკომენტარულური სისტემა ჩამერთო... ნუ რას ვიზამთ, ახალმოსული იყო, არ მიცნობს ჯერ და ნამეტანი შოკური სისტემით მოუხდა გაცნობა :D

გზაში რესტორანი დავჯავშნესავით, ანუ საღამოს მენიუ შევუკვეთეთ, მე ამასობაში ეს "შპალიერი" დავინახე და ვებრდღვენი სურათების გადასაღებად. ხოდა ჭაუხებია ხო? თუ მეშლება? არადა რო გავს?!



ატენის სიონში ფერები იყო ლამაზი..... სანთლის გამყიდველები ტრადიციულად ბრაზიანები "თავშალი რატო არ გახურავს, ქალო!" ტიპის გამოსვლებით...

კიდევ, ძალიანძალიან ბევრი ასეთი ყვავილებით მორთული ბაღ-ვენახები იყო



ამის გადასაღებლად შევძვერი "სეტკაში"






დაბოლოს, ნანატრი უფლისციხე....
უფლისციხეს აკეთებენ, მუზეუმის შენობასაც მოვკარი თვალი (ანუ მუზეუმი ეწერა, შიგ რა მოხდება ჯერ არ ვიცით), გიდიც გვყავდა, სტალბერი-სტალინი+ბერია, მამაჩემს ლენინი არ ევასებოდა თორემ ლესტანბერი თუ რარაც ეგეთი ვიქნებოდიო. ჩინელ-იაპონელი პაწუა და მარდი ტურისტიკები იყვნენ ბლომად, დაცუნცულებდნენ ქოლგებით.


აი, გვარბენინა იმ გიდმა ოთხით, ისე სწრაფად მეტყველებდა, მეც კი გამასწრო ტემპებში...
არ ვუსმენდი, სურათები უფრო მაინტერესებდა, დავდიოდი და "ვპაპარაცობდი", ოღონდ ამორჩევით, აი, ადამიანზე მუზა რომ გაგეხსნება, მასე....
ა ხო, პირველი შემთხვევა იყო, ხალხების ჯგუფური სურათები რომ გადავიღე, გადაგვიღე-გადაგვიღეო და.... ერთი მაინც უკმაყოფილო დამირჩა, მე რატო არ ვჩანვარო სურათებშიო, ვახ, დაქირავებული ფოტოგრაფი ვყავდი თუ?!

ცოტაარიყოსდა, ქარი უბერავდა, წვიმამაც გვიკადრა, ოღონდ მოწინწკლა მხოლოდ (აი ამ პერიოდშჳ მომერია ვირუსი, იმჰო)

ლამაზი იყო, ძველისძველი (ვარძია ამასთან შედარებით, ბავშვია) მაგრამ იმდენი ხალხი იყო........ არა, მაინც ბირთვისები მირჩევნია, მე ვიყო მაჩვი...

იმ კაცმა, ამფითეატრებიო, ესენიო, ისინიო.....





ეკლესიის მისასვლელი......



ხევსურეთის პეიზაჟს გავს......


გაცვეთილი უფლის ციხე........



მომიტევეთ, ისევ მე და ჩემი ბალახები და ბალახისფრები......

.................




ეს ნასახლარებია, ადრე სასაფლაოები ყოფილა, ხოდა ეს რომ გაიგეს ადგა თურმე ხალხი და აიყარა დედაწულიანად და სხვაგან გადასახლდა........ (რავიცი, მე კი მეძინა ტკბილად ჟინვალის სანაპიროზე, თავი საფლავის ქვაზე მედო..)

ხავსები


და სულ ხავსები

და მედიტირებადი მე იქ

კიარადა ვმაიმუნობ.......

ხო ნუ იქ იყო ავტობუსში ტაშფანდურები, მერე რესტორანში გაგრძელებული, მარა ეგ უკვე საინტერესო აღარაა, იმჰო. თან ისე გავცივდი, იიიიიიიიიიიიმხელა ჭიქით მოვატანინე ჩაი და მთელი კვირადღე ვკვტებოდი და მეძინა და ვკვტებოდი.

ოდა ეგრე

2 comments:

გურამი said...

მაგ დღეს, თუ სწორად მივხვდი შენი ფეისბუქიდან, ოქონობა იყო გორში, რომელ არს "ქართლის დღეები" და ხალხში წოდებული "გორაობად" - სახედ "თბილისობისა" პ.ს. გორისკენ თუ მოხვდები, შემეხმიანე ხოლმე. :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

au im ert fotoze gavitishee
mtaze rom "micocav"
uumagresiaa ♥♥
da me ar miyvars ufliscixe