June 12, 2010

Spanish steps





გეგმა მაქვს, ყოველდღე თითო რამე, 8-მდე სახლში მოსვლა (ანუ სანამ დაღამდება,ღამე მეშინია მეტროთი სიარული.:უსერ:, მერე სწავლა-განათლება.
გუშIნ გაფიცვა ქონდათ მეტროს და ავტობუსს, 8:30-დან 5-მდე-ო, ხოდა 8:30 ლაბში ვერჭე უკვე, ერთი თანამშრომელი დამხვდა, ინგლისური რო არ იცის, ის, რაღაცეები დავიტანჯეთ ცოტა ხანი, იტალიურ ენაზე დაწერილი პროტოკოლები მომცა და ვცდილობ თავი და ბოლო გავუგო...
მერე ინგლისურენოვანი მოვიდა და შევუდექით რაღაცეებს, ანალიზების თავი და ბოლო გავიგე მარა მასწავლებელი არ მივარგა, უკუღმა მასწავლის, მერე მეთვითონ ვულაგებ რაღაცეებს და უი კიო მეუბნება :D
ნუ, მ>თავარი შედეგია, პროცესი ჯანდაბას...
სასტუმროზე ისევ ვნერვიულობ, მაილი მიწერა ამან (აბა მე იტალიურის გაგებაში არ ვარ) და შემპირდა პასუხს დაგიფორვარდებო, ტოესწ მე ვუთხარი ასე ქენი თქო მარა გაიგო თუ არა არ ვიცი.
საერთოდაც მგონია რომ ვერ ვაგებინებ ვერაფერს, არადა უმარტივესი წინადაადებებით ვლაპარაკობ :(

საღამოს გეგმაში ესპანური საფეხურები შედიოდა, Spanish Steps, Scalinata di trinita dei monti, იტალიურად.







აქაური სახურავები მომწონს, პატარა, მრავალფეროვანი და მაქსიმალურად ათვისებული. ასე მგონია სულ ხელოვანი და საინტერესო ხალხი ცხოვრობს ამ სახურავებზე\ვერანდებზე და სადაცაა რომელიმე პატარა ფანჯრიდან კარლსონი ამოფრინდება. სადც არ უნდა გაიხედო, სულ სიმწვანე და ქოთანში ჩარგული ყვავილებია. მე სადაც ვცხოვრობ, იქაც კი, არადა ეს ქალაქის არც ისე ლამაზი ნაწილია (როგორც ლაბში მითხრეს)

ერთი ბეწო სივრცე და მაქსიმალურად გამოყენებული საცხოვრებელი ადგილი.

სულ ზემოთ რომ ადიხარ, Trinita de monti-ზე, ულამაზესი ხედი იშლება, მზის ჩასვლისას მოვხვდი მანდ და ისეთი სიმ>შვიდე მოდის, მთელი ტურისტული გნიასი ქვემოთ დარჩა და მხოლოდ მე და რომი დავრჩით, ოღონდ მხოლოდ 2 წუთით, მერე ისევ სურათის გადამღები ტურისტები მოვიდნენ )))
ამ ტაძრის მშენებლობა მე-15-ე საუკუნეში დაიწყო საფრანგეთის მეფის ჩარლს მერვის მიერ, და რამდენადაც მახოსვს, მთელი საუკუნე გრძელდებოდა შენება-კონსერვაციების პროცესები.
აქ შენობათა უმარავლესობას დიდი ისტორია აქვს, აშენების-მიძღვნის, გადაკეთების- ისეთი მრავალფეროვანი, რომ ვერც ვიმახსოვრებ, მხოლოდ ძირითად ფაქტებს ვკრიფავ.






ესპანური საფეხურები გაცილებით ახალგაზრდაა, სულ რაღაც 1726 წელს მოხდა მისი გახსნა რომის იმჟამინდელი პაპის მიერ.



თვითონ საფეხურები დიდი არაფერია,თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ მეთვრემეტე საუკუნისაა, და რომაულ არდადეგებშია გადაღებული. მე ნამდვილად არ გადავრეულვარ, საფეხურებია, რა )))) ზედ უამრავზე უამრავი ხალხი ზის და ერთი იმდენი ყავავილების და იაფფასიანი საქონლის მუქკანიანი ჩამოძონძილი გამყიდველი დახეტიალობს.

გაიცანით, ჩემი პირველი რომაელი კატა. მემგონი რომაელიც არაა, პატრონიც ყავდა, ველოსიპედზე კატის გალია ქონდა დამაგრებული, ალბათ დახეტიალობენ ერთად ))) გვერდზე დინამიკი ედოთ, მუსიკას უსმენდნენ და იყვნენ ნეტარებაში. ჩემი აღფრთოვანების დანახვაზე გაეცინა პატრონს და გაიწია კარგად რომ გადამეღო მისი ფისო )))

5 comments:

გურამი said...

ასეე.. მომწოონს! ასე გააგრძელე პერწკალო. კაარგია.. ისე არ გიცდია რუსულად დალაპარაკებოდი? ა, ამ გახსენებაზე, აი შენ ლინკი:http://www.youtube.com/watch?v=D_83v11q4Qw - ესაა მეკაკიტტი (ტესა) რომში. ესაა ამერიკელი გოგონა, რომელიც ასე დადის და იღებს საინტერესო რამეებს მსოფლიოში. :)

ntvare said...

ra moulodnelad caxvedi... gilocav, zalian magaria :*

Natalia said...

ra lamazi quchebi da saxuravebia! bevri foto dade ra :))

vasasi said...

ბევრი ასეთი პოსტი დაწერე რა.. :)

რამდენი ხნიტ ხარ ჩასული?

პერწკლი said...

guram.--ra saiyvarlei vinmea )))
vasasi-tvenaxevrit var, anu 16 ivlisamde )))