June 13, 2010

Fountain de Trevi (sfirst part of week-end)


ცნობილი შადრევანი როგორ არ უნდა მენახა და ლაბის მერე გავუდექი გზას, დღეც ვნახე, ღამეც, ხალხი-ხალხი, ტონანახევარი, იმდენი, რომ ფეხზე დასადგომი ადგილის გამოძებნა გამიჭრდა. ლაბის ხალხს შევჩივლე და,ხო, დილაუთენია უნდა წახვიდე რომ ნახოო.


მიმდებარე ტერიტორია



ზაგარი მაქვს უკვე, თან მაიკის, არადა ლანჩზე 5 წუთი რომ მიწევს მზეზე სიარული, მაშინ მოვახერხე, ან ამათ როგორ არ ეზარებათ, ისეთი ბედნიერები მიაფრატუნებენ ხოლმე მზეში, მე ენაგადმოგდებული მივდევ.ანალიზამ, პლაჟზე გადი, აქვეაო, ხვალ უნდა ვთხოვო ანდრეას, ამისხნას ზუსტად სად წავიდე და როგორ. ხმელთაშუა ზღვაშI ცალი ფეხის თითი როგორ არ უნდა ჩავყო. (არადა არ მიყვარს ზღვა).
ძალიან ბევრი იაპოშკა გოგოები დადიან, ყველაზე საყვარლები და ლამაზები, დანარჩენი მასა ან არც ისე ლამაზი ხალხია, ან აჯაჯული (ჩემნაირი) ტურისტები, ან უზარმაზარი ქათქათა სკანდინავილები. რუსები დატანტალობენ, ბრჭყვიალებშI და სასწაულ ფერებში გამოწყობილები. კაკადუს რომ შეშურდება, ისეთებში.

სანაყინეებში არ ესმით არაფერი, ამიტომ ძალიან სასაცილოდ მიდის დიალოგი, იტალიურად რომ აწერია სახელები და მე ვკითხულობ დამხინჯებით, მერე ხელებით ვანიშნებ და ბოლოს ატმის მაგიერ ანანასის ან ნესვის ნაყინი მხვდება (მაინც გემრიელიადა დიდი მნიშვნელობა არ აქვს). ცენტრში 1 ვაშლი 2 ევრომდე ღირს, არადა მე სადაც ვარ (ნახევრადცენტრი) ერთი კილოა 1.8 ევრო, ლოლ.

ჩემი და ინგლისურის ცუდადმცოდნე იტალიელი პროფესორის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა, გუგლ თარჯიმანი იპოვა და უსაშინლესი ქართული თარგმანი კია, მაგრამ ის იტალურად მიწერს და მე ვხვდები, რა უნდა.
საწყალი, დღეს დავადექი თავზე და ვაიძულე, მთელი პნევმოკოკის რეზისტენტობის გენების ანალიზი და მანდამდე მისასვლელი პროტოკოლი აეხსნა. იტალიურად მომცა და აბა რა ეგონა, ასე გავუჩერდებოდი? ჰმ!
ბოლოს საქმე იმითი დასრულდა რომ ერთობლივი მხატვრული სამუშაოები და დიაგრამები გავაკეთეთ და მივედით საბოლოო დასკვნებამდე : )))
თქვენ ეს ალბათ არ გაინტერესებთ, მაგრამ ჩემთვის არსებითია და მინდა აქაც იყოს მოხსენიებული )))



Piazza del Quirinale, the Quirinal Hill, რომის შვიდი მთიდან ერთ-ერთი,რომელიც ქრისტეს დაბადებამდე 7 საუკუნეში დასახლდა რომალებით. სახელი ქუირინუსის ტაძრის გამო ქვია, ეს ღვთაება მშვიდობას და მიწათმოქმედებას განაგებს (კია ახლო-ახლოს ნამეტანი ))) )
შადრევანზე მაღლაა განლაგებული და 5 საუკუნეს ითვლის ეს მოედანი. სამწუხაროდ ხედით დატკბობა შეუძლებელია,Qurinall palazze-ში ( მარჯვნივ მდებარე შენობა) არავის უშვებენ, იმიტომ რომ პრეზიდენტის რეზიდენციაა.
თუმცა სანამ პრეზიდენტის რეზიდენცია გახდებოდა, ისევე, როგორც ბევრი სხვა შენობა რომში, რომის პაპის განკარგულებით აიგო (საზაფხულო რეზიდენცია ჭირდებოდა და რა ექნა :უსერ:, 1582 წლიდან მოყოლებული, რომის პაპების ოფიციალური რეზიდენცია იყო, სანამ 1808 წელს, ფრანგები არ შემოესიენ იტალიას, აიღეს შტურმით ეს სასახლე და პაპი დააპატიმრეს (პიუს მეშვიდე). პაპმა მხოლოდ 6 წლის შემდეგ შეძლო დაბრუნება, მას მერე რაც ნაპოლეონი დაეცა.
ბოლო რომის პაპი პიუს მეცხრე იყო, რომელმაც 1850 წელს, განდევნის შემდეგ, ვატიკანში გადაწყვიტა დასახლება, რადგან მოგონებებთან იყო დაკავშირებული. (რომის რესპუბლიკის ჯარისკაცებმა გააძევეს, ოღონდ არ მკითხოთ რატომ, არ ვიცი).
ამის შემდეგ ის ჯერ მონარქების რეზიდენციად იქცა (სადც ისინი ბალებს მართავდნენ და ტენისს თამაშობდნენ), მონარქიის ჩამოგდების მერე კი პრეზიდენტის რეზიდენცია გახდა და ამჟამადაც რჩება.(როგორ მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები)

ეს ისე, მზე ჩადიოდა და....


Pollux and Castor, The two Giants, excavated from Baths of Constantine and brought here.

the view.

თუ გაადიდებთ, ძალიან საყვარელი საფოსტო ყუთი აქვს, მაგის ხათრით მოხვდა ობიექტივში.

Vicollo dei Modelli. ქუჩა, სადაც ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც მთელი ამ ძეგლების და სურათების მოდელებად მუშაობდნენ, განსაკუთრებით, უცხოელები.

p.s.რაღაც სალათა გავსინჯე დღეს და კინაღამ ცუდად გავხდი, პამიდორი ტკბილი, ზეთისხილი უარესი, ყველი უმარილო, და სალათის ფურცლები მკბილი\მომწარო\მჟავე, ნუ აი კოშმარ )))) ტიპიური იტალიური სალათის ფურცელიაო, ანალიზამ.
მერე გამოვარჩიე ფოთლები და დანარჩენი მნიამ-ნიამი იყო ))))
p.p.s.აუ ისე ორი ღერი ხე უდგათ და ისინიc დაგვაჯულები, ჩემს ქალაქში იმდენი ხეებია სულ ჩრდილია თქო და ეჰხ-ო ))))

1 comment:

Toma said...

dzalian kargi fotoebia. miyvars fantanebi da ertaderti rac magizianebs mand turistebis simravlea!