June 05, 2010

ROMA

რომში ვარ. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ჯერ ვერ გავიაზრე, თუმცა კოლიზეუმი უკვე მოვინახულე და კარგადაც შევიბრაწე მზეზე. ქაოსია, ქალაქი კი არა, ჯერ არ ვიცი მომწონს თუ არა, ისრაელს და რომს |შორის იყო არჩევანი და რომი ავირჩიე. ისეთია, დამაფრთხობელი და საყვარელი. იტალიური არ ვიცი, ამათ მეტი არაფერი იციან და მაღაზიაში პური რომ ვერ ვნახე ვერავის ავუხსენი რა მინდოდა. თუმცა, თბილისში ამდენი ტურისტი რომ ჩამოდიოდეს და ქალაქს ქაოსს ამსგავსებდეს, მეც პრინციპულად არ ვაღიარებდი ენის ცოდნას ;D ბინის პრობლემა მაქვს, ჩემ სპონსორებს სასტუმრო ეძვირებათ, ჰოსტელში მე ვერ ვიცხოვრებ, აქაურმა მხარემ ხელები დაიბანა და ჩემზეა ახლა რამე იაფიანის მოძებნა. თან ისე უცებ წამოვედი, ვერ მოვასწარით ვერაფერი, ჯერ მარტო იტალიის კონსულმა 3 საათზე საბუთები მიიღო და 45 წუთში ვიზა მომცა თითის ქნევით, მეორედ ასეთი რამე არ გააკეთოო. მოკლედ, მაგარ შარში ვარ, სამაგიეროდ, რომში :D

6 comments:

Toma said...

არ ვიცი სასტუმროები და ჰოსტელები სამწუხაროდ და ვერ დაგეხმარები ძებნაში.

ქაოსში გეთანხმები, დიდი ქალაქია, ბევრი ხალხით და თავიდან საგიჟეთს გავს, მაგრამ ნახავ სულ მალე დალაგდება ყველაფერი. ლოგიკურადაა ქალაქი აშენებული, რამოდენიმე დიდი ქუჩა და ბევრი პარალელური ქუჩები თავისი პიაცებით :)

ინგლისურში გეთანხმები, ან არ იციან, ან არ უნდათ საუბარი. მათტან საუბრის საერთო ენა - შესტებია, და პაწაწინა ლექსიკონიც კარგი იქნებოდა :)

გურამი said...

ერიჰაა! ამხანაგო მოგზაურო, რომში ჩახვედი, კოლიზეუმი მოინახულე, თითქმის "ევროტურის" სიტუაცია გაქვს და 1 აბზაციანი პოსტით იფარგლები? დაიდოს სურათები, აღწერები, ვოდეოები, ინტერვიუები და მისთანები, თორემ აჰააა! :vik:

vasasi said...

შურისაგან თუ რაც ჰქვია, ენა დაემბა..

ყველაფერი ნახე კი არა, სამსახურიდან გაგიშვეს?


აუ, რა ამგარიააა!.. :*

პერწკლი said...

samsaxuridan : )))
dedamiwis zurgze yvelaze magari ufrosebi myavs : ))))
guram- zalian chainiki var mar vecdebi suratebi shevkaro : )))

16 ivlisamde aq var, movaswreb moyolas : )))

yveeeeeeelaferi unda vnaxo.

OTO said...

Roman Holiday ? : D

Enjoy : *

nati kuda said...

rra magaria.