June 21, 2010

Florence

ფლორენციაში ვიყავი, ჩემი მთელი დანაზოგი შევწირე. რამდენად სწორად მოვიქეცი, არ ვიცი, მიქელანჯელოს დავითი და ის ცნობილი ხიდი ვნახე, სურათი იმაზე ლამაზი გამოვიდა ვიდრე რეალურად იყო ))))))) ქუჩები მოვიბოდიალე, ეკლესიებში შევაბოდიალე (ისე, სამების ნახვაზეც რომ რამე დავაწესოთ,არა? აქ 5 ევრო მივეცი ხელის კანკალით (მერე რა რომ გალილეო გალილეის და სხუათა საფლავები ვნახე (საფლავებისფანი))). გალილეო გალილეის მუზეუმი მინდოდა მენახა, >შემთხვევით აღმოვაჩინე, მაგრამ ეჰხ, დრო აღარ მქონდა.
რომიდან გავედი დილის 8-ზე და საათნახევქარში იქ ვიყავი, დაახლ 8 საათი ვიბოდიალე და 7-ზე უკან წამოვედი.
რომისგან განსხვავებით ნაკლები ხეები და სიმწვანეა, უფრო ჭუჭყიანი მაგრამ ფართო ქუჩები ისტროიულ მაწილში და ნაკლები ტურისტი.
პატარა პროვინციული ქალაქი პატარა ადამიანებით და დიდი ამბიციებით.

მედიჩების საგვარეულოს მიერ შეგროვილი მინსტრუმენტების კოლექცია ვნახე, მე14-15-ე საუკუნის პიანინოები და პიანინოსმსგავსი საკრავები, ვიოლინოები, იქვე იყო მაკეტი, როგორ უკრავს პიანინო, მექანიზმი, ღიად აწყობილი და ვისაც არ ეზარებოდა, აწკარუნებდდა, ჩემი ჩათვლით (ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ "მუშაობს" პიანინო ).
იქვე იყო კომპი, სადაც შეგეძლო მოგესმინა მთელი ამ ინსტრუმენტების ისტორია, ჟღერადობა, სხვადასხვა ნაწარმოებები, მოკლედ, შევყევი კაი ხანი.

წვიმდა, დავსველდი, სანამ საწვიმარი ვიყიდე და დავდივარ ახლა ცხვირსახოცმომარჯვებული.

მიქელანჯელოს დავითის სანახავდ ვიდექი, კხმ, ნახევარი საათი. (ვაღიარებ, არ ვიცოდი ფლორენციაში თუ იყო, შემთხვევით აღმოვაჩინე (კიდევ კარგი) და ვის ახსოვდა დავითი, Lorenzo Bartolini-s ქანდაკებიბს ასლები იყო და მმმ, დამბურძგლა, რამდენი ხანი ვუტრიალე და ვუარე, არ ვიცი, მოვჯადოვდი :D

ახალ ლაბში მოლოდინი გამიმართლდა, ენით აუწერელი კილო აქვთ პლიუს ეს ფილოგენეტიკური ხეები და ანალიზები ჩემი საქმე არაა, ეჭვი მაქვს, ერთი კვირა გავუძლებ როგორმე და ხათრით ვისწავლი, ერთი სული მაქვს Real-time PCR დავიწკო ვირუსებზე.

7 comments:

Anonymous said...

ძალიან კარგი ბლოგია, ჯერ ეს წავიკითხე მარა დამაინტერესა და ფეხბურთი რომ მორჩება წინა სამოგზაურო პოსტებსაც წავიკითხავ

Int3lig3nt said...

ყოჩაღ პერწკლი
მიხარია შენი წარმატებები :).
ნუ დაინანებ დანაზოგს, რაც მეტს ნახავ, მით უკეთესი.

P.S. სამებას არანაირი კულტურული ფასეულობა არ გააჩნია. ასე რომ ალბათ 1 დოლარსაც არავინ არ გადაიხდის :).

P.P.S. რამე კაი ვირუსი ჩამოგვიტანე ;).

vasasi said...

ვაიმე, პერწკლი..

კიდევ დაწერე ხოლმე რა, ბევრი დაწერე..

ასე მგონია, მანდ ვარ..

ფლორენციის სუნი მომივიდა ახლა..


ისა..

რითი ჩახვედი რომიდან ფლორენციანდე სათ-ნახევარში? :|

გურამი said...

ვაიმე, ინტელას არ დაუჯერო, არაფერი ვირუსი არ გვინდა ჩვენ, ისედაც ოხრად გვყავს. :) მედიჩები მართლა ყოფილან ფლორენციაში კაცო? ესენი Accaccin's Creed იდან ვიცი. და კიდევ ჯოვანი. ეციო ჯოვანი. მანდვე სადღაც ლეონარდოს სახელოსნოც უნდა იყოს, მედიჩებიდან ჩრდიოეთით პირდაპირ, მერე მარცხნივ და ისევ პირდაპირ. :)

პერწკლი said...

guram cota adre getkva :D

vasasi--swrafi matareblit :D chavcunculdi, odnavi ryevac ki ar migrzvnia, toskana gadavifrine faqtiurad :D

intel--personalurad shentvis shevecdebi HIV\HCV\HBV inficirebuli shratis shovnas da sazgvarze gadmotanas :D

Toma said...

florencia suratebze am,qvs nanaxi. dzalian minda casvla. imedi maqvs caval kidec

Keti said...

რა საინტერესო შთაბეჭდილებებია!! ისე მიყვარს ასე დაწვრილებით და შეულამაზებლად გადმოცემული ამბები. ველი გაგრძელებას :)) წარმატებები!