ადრე, დენიკინის დროს, გადავწყვიტე ჩემი შიშები იქეთ შემეშინებინა და პარაპლანით ვიფრინე, უფრო სწორად,ჰაერში ვილივლივე ასე 5 წუთი, ტანდემით. ეს ნიშნავს იმას რომ მე უბრალოდ სკამზე ვიჯექი და მართვის სადავეები ჩემს უკან მოთავსებულ ადამიანს ქონდა.
ძალიან, საშჳნლად, არანორმალურად მეშინოდა აფრენის მომენტის და იმის, რომ როგორც წესი, სიმაღლეზე სუნთქვა მიხშირდება და თავბრუ მეხვევა, მაგრამ ოდესმე ყველა შიში უნდა დაძლიო, თუნდაც ასეთი ბარბაროსული მეთოდით, ხოდა მეც გავრისკე.
იმედები გამიცრუვდა, არანაირი სიმაღლის შეგრძნება მე იქ არ მქონია და ყველაზე "ადრენალინური" მომენტი ის იყო, რომ სანამ აფრინდებოდი დაღმართზე უნდა გაქცეულიყავი, ისეთი ციცაბო იყო და ისე სწრაფად მომდევდა უკან ინსტრუქტორი, რომ კინაღამ ავილეწე.
ალეწვის პროცესში. კარგად არ ჩანს მაგრამ მერწმუნეთ, კინაღამ ყირაზე გადავედი. (შეგრძნება მასეთი იყო)
თან აფრენილზე გამოვუცხადე სიმაღლის მეშინია თქო და მანდ მივქარე, იმიტომ
იძახიან, რომ მარტო გაფრენა ძალიან მაგარია, აბსოლუტურად მართალია მემგონი, სად ის, როცა სხვაზე ხარ მინდობილი და როგორც მინიმუმ საკუთარ თავს არ გაუჭირვებს არაფერს და ამასობაში შენც გადარჩები და სად ის, როცა სულ მარტო ხარ გამოკონწიალებული ჰაერში.
მეორეს ვერასოდეს ვერ გავრისკავ, ისევე როგორ ზუსტად ვიცი, პარაშუტით მხოლოდ მაშინ გადმოვხტები როცა პილოტი და მეღა დავრჩებით ცეცხლწაკიდებულ თვითმფრინავში და ის მეტყვის ან გადაგაგდებ, ან გადახტიო.
7 comments:
ჰეჰე, მახსოვს ეგ დღე :) მეც უფრო მეტ შეგრძნებას ველოდებოდი, ვიდრე სავარძელში ჯდომაა :D
"გამარჯობა. მე გურამი ვარ და მარტო სიმაღლის მეშინია" - ასე დაიწყება ჩემი პოსტი. :) სად შეიძლება პარაპლანით ფრენა? მარტო შენ შეგიძია ფრენა?
აუ რა მაგარია.
მომინდა ფრენა.
გეთანხმები
საშიში მხოლოდ გაფრენის წინა სირბილია
ანალოგიური შეგრძნება მქონდა მეც
ძალიან შემეშინდა გაქცევისას დაღმართზე არ წავქცეულიყავი
მაგრამ კიდევ მინდა
მეც ისე მინდა, რომ გამოვცადო...
სიმაღლის მეც მეშინია: მაღალი სართულის აივნის მოაჯირსაც შიშით ვუახლოვდები ხოლმე :დ მაგრამ პარაპლანით ფრენას დიდი ინტერესით ვცდიდი :)
[URL=http://imgwebsearch.com/35348/link/online%20dating/1_dating6.html][IMG]http://imgwebsearch.com/35348/img0/online%20dating/1_dating6.png[/IMG][/URL]
[URL=http://imgwebsearch.com/35348/link/online%20dating/2_dating6.html][IMG]http://imgwebsearch.com/35348/img0/online%20dating/2_dating6.png[/IMG][/URL]
[URL=http://imgwebsearch.com/35348/link/online%20dating/3_dating6.html][IMG]http://imgwebsearch.com/35348/img0/online%20dating/3_dating6.png[/IMG][/URL]
Post a Comment