February 23, 2010

ემოცია

აღარ მჯერა ხელისგულების

იტყუებიან

უსირცხვილოდ და უნამუსოდ

ისე, რომ

არც კი უტოკდებათ

სინდისის ხაზი.

ყოველდილა

ლოგინიდან გამომძვრალი

ვიყურები სარკეში და

ორეულს ვაკვირდები-

ვერ ვცნობ

და მერამდენედ ვირწმუნებ თავს,

რომ

ამ უცხო გოგოს ანარეკლი

მე ვარ.

ხანდახან

მზად ვარ

საკიდიდან ჩამოვხსნა ჩემი მწვანე ქუდი,

და

უკანმოუხედავად წავიდე

იქ, სადაც

ზამბარებს უფრთხილდებიან.

4 comments:

Kate said...

"ლოგინიდან გამომძვრალი

ვიყურები სარკეში და

ორეულს ვაკვირდები-

ვერ ვცნობ

და მერამდენედ ვირწმუნებ თავს,

რომ

ამ უცხო გოგოს ანარეკლი"

აუ რა მაგარია.

Anonymous said...

i am going to be with this blog for a while :)

Zurriuss said...

ხასხასა ადამიანი ხარ :)

Kate said...

და მწვანე.