December 15, 2009

იყალთოს აკადემია

შაბათს კარაველებთან ერთად ექსკურსიაზე ვიყავი კახეთში, ამის გულისთვის. დანარჩენი ყველაფერი ნანახი მქონდა და იყალთო არა. ჯეოსელმა ხომ წამოიწყო სარესტავრაციო სამუშაოები და რამე გრანდიოზულის მოლოდინით წავედი...
არ მინანია , თბილოდა, ჰაერში მაინც შემოდგომის სუნი იდგა და ეზოშიც ხმელი ფოთოლი და მწვანე ბალახი იყო ერთმანეთშჳ არეული.


ეზოშჳ დავჯექი ძველი ხის მორზე და კარგახანს ვიჯექი, სიმშვიდით და იმის შეგრძნებით ვტკბებოდი, რამხელა ისტორიის მქონე ადგილას ვიყავი. მერე ეს სურათი გადავიღე.


რაცა შუბლზე გეწეროს...
გული დამწყდა, საფლავის ქვები ხავსისგან მაინც გაეწმინდათ, ზოგი ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. ეკლესია ხარაჩოებში იყო, ზამთაარში შეჩერდა და მერე ისევ გაგრძელდებაო. კაი, ეკლესიას აღადგენ,მარა აუცილებელია თავზე მაინცადამაინც გუმბათი ედგეს, რამეს რომ მოკიდონ ხელი გადასარჩენად? :( ამ საფლავებსაც აქვს ისტორიული ღირებულება, თჲ მაინცადამაინც სარგებლის მიღება უნდათ რამის გადარჩენისგან.




ეზოში. გაადიდეთ და მაყვალ-ბარდებს დაინახავთ, რომლის გაკაფვასაც ერთი გამრჯე ადამიანი და ერთი დღე ყოფნის.



აკადემიის ნანგრევები



















ეს მცირედი ისტორიული ცნობები დაინტერესებული პირებისთვის
იყალთო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ში. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთო ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. კომპლექსიდან შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.

1 comment:

Kate said...

მიხარია, კარგი დრო რომ ატარე.