September 20, 2009

მომილოცეთ... არა, გაიზიარეთ :D

http://hexsus.blogspot.com/2009/09/blog-post_20.html
ამ პოსტმა შთამაგონა პოსტი, სავიზიტო ბარატად მოხსენებულმა თმამ.

ჩემი სუსტი წერტილია ზოგადად თმა, ძალიან არ მსიამოვნებს ლამაზ თმას რომ ვხედავ შეკრულს, ვთვლი რომ გოგოს ყველაზე მეტად გრძელი და გაშლილი თმა უხდება და საერთოდაც კაცი რომ ვიყო ჩემს ცოლს აუცილებლად ექნებოდა გრძელი დალალები, სასურველია წითური ან მუქი შოკოლადისფერი.
პარასკევს რაცხა ანტიბიოტიკების ლექციაზე ვიყავი გმპ-ში და იქ იჯდა ერთი ქალი, ქუთაისიდან იყო, თმა ქონდა, აი, მნამ, მსხვილი ღერი, ბოლოში ლამაზად დახვეული მსხვილი კულულები, მუქი შოკოლადისფერი და ბზინვარე. თვითონაც შავგვრემანი იყო, ოდნავ ძვალმსხვილი და გემრიელი.
ჰხომდა, იმას ვლაპარაკობდი, რომ მეთვითონ მაქვს თმა წითურად შეღებილი, ბევრ სხვა ფრადაც მქონია, მაგრამ ეს ბოლო 3 წელია მაქვს და მაქვს... ყველამ, ვისაც ახლა ვიცნობ (ძველი მეგობრების გარდა) ამ ფერის თმით გამიცნო. იმისდამიხედვით, როდის მნახავენ, ზოგს ბუნებრივად წითური ვონივარ (ახალშეღებილზე გავს ეტყობა, თან წარბსაც ვიღებავ), ზოგი თანაგრძნობით აღსავსე სახეს კერავს და მეკითხება "კიმაგრამ, რატომ?!", ზოგი მეუბნება რომ მიხდება და "პრეტენზიულია მარა შენ გიხდება" (აქ აკვირვების შეძახილი). მოკლედ, ახალგაცნობილებს სალაპარაკო თემის მონახვა არ უჭირთ : ))) არც ჩემი დამახსოვრებაა ძნელი: "აი ის გოგო, წითელთმიანი" და საკმარისია, გასაგებია უკვე, ვინც...
ერთი პერიოდი ბუნებრივი ღია წაბლისფერის დაბრუნებაც ვცადე, მთელი ზამთარი ვზარდე და გაზახულის პირველი მზე რომ ამოვიდა და ქუჩაში გავედი, საშინელი დისკომფორტი ვირძენი. რატო ნეტა თქო და... რამდენიმე წუთში მივხვდი, თმა არ ბრდღვიალობდა მზეზე და ეგ მაწუხებდა: )))) იმდღესვე შევიღებე, თორემ მეგონა საშინლად მახინჯი ვიყავი და ბუნებასთან კონფლიქტში მოვდიოდი. : )))
პატაპუტინამ მითხრა ერთხელ, რაღაც დავიწუწუნე და, შენი ბუნებრივი თმა შენი არაბუნებრივი ფერის თმა ყოფილაო". მაშინ დავეთანხმე გუნებაში და ახლაც გამახსენდა, მაღაზიაში აღებული ყავისფერი საღებავი რომ დავდე და ისევ რიჟა მოვითხოვე.
ასერომ, რამდენიმე კვირის წინ ალბათ ჩემი ბოლო ბრძოლა წავაგე რიჟა თმებთან : ))) მომინდა რომ შოკოლადისფრად გადამეღება და მხოლოდ იმან შემაჩერა, რომ მეშინია, სხვა ფერის თმით არამარტო სხვები, მეც ვეღარ აღვიქვავ საკუთარ თავს.

მომილოცსამძიმრეთ. მე საბოლოოდ გამოვწითურდი :))))

6 comments:

Ann said...

sul mindoda rija tma mqonoda, xo da ertxelac shevigebe da ise, ise ar momixda :( ase ro mshurs yvelase vinc rijaa an igebavs tmebs rijad da uxdeba ))

hexe said...

"ვთვლი რომ გოგოს ყველაზე მეტად გრძელი და გაშლილი თმა უხდება "

maaze erti kargi postis daweris idea momivida
mec ase vtvli
:))))

Anuschka said...

ratom unda gadaighebo???
gqondes rogorc gaq, dzalian lamazia.
me kide mteeeeeeeeeeeeeli cxovreba erti "prichoska" maqvs - grdzeli gashlili tmebi :D da su ukvirt rato ar gbezrdebao da ravi, ar mbezrdeba o_O

გურამი said...

მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ქალის უპირველესი სამკაული არის თმა და მერე თვალები. ხოდა ახლა თანდათან ჩემი გემოვნება მოწითურო-რიჟა თმებისკენ იხრება თაფლისფერ-ქერა დან. ასე რომ.. :)

არ გაშოკოლადდე რიაა. :)

pelagiaa said...

mec im feris tmebit gagicani rac gaqvs ad me martla karga xani megona roms heni bunebrivi iyo sanam tvitonve ar tqvi shegebiliao,da nu amis shemdegac karga xani ar mjeroda rom shegebili iyo da bunebrivad sxva feris tma gqonia
anu--es kargi "naxodkaa" sheni tmaa! da vso! araanairi shokoladi,ki miyvars shokoladi,magram am shemtxvevashi winaagmdegi var shens tavze iyos shokoladi :)))

nastasia said...

citeli tma,roca gixdeba,idealuria,mudmivad gaqvs mizezi kai xasiatse iyo...chaixedav sarkeshi da mxiaruli tavi:)

me gadamivida chemi citeli feri da ise vugver chem tavs,savaraudod maleve davubruneb mxiarulebas...:P

ise,mokle tmac mshvenieria,ras erchi,knacha rijebi miyvaran me :D