August 11, 2009

პაპარატი


არის აღსრულდა ოცნება
კიარადა
დიიიიიდი ხნის სურვილის მერე მე მაქვს ბედნიერება მქონდეს აპარატი, ქენონის საყვარელი პუსკუნა 20x zoom SX10.
ეს კი ერთი ძალიან კარგი მეგობრის დამსახურებაა :აპლოდისმენტები:
მან მორჩჳლად მოისმინა ყველა ჩემი პრეტენზია, ბუზღუნი, დარიგება და მსგავსი მახათობა და ამირჩია და მიყიდა საბოლოო ჯამში ეს აპარატი.
სამწუხაროდ ახლა იმდენად დაღლილი ვარ ემოციასაც ვერ გამოვხატავ წესიერად კირადა მიდევს აგერ და მე პოსტს ვწერ და ყავას ვიდუღებ რომ აზრზე მოვიდე.
17-ში კიდევ რაჭაა დაგეგმილი და რაღაცნაირად შემომეხარდა, კარავიდან ვაპირებდი მარა იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩაწერილი და მე კიდევ ბევრი და უცხო არ მიყვარს, და გამეხარდნენ ეს ბავშვები ძალიან....
სექტემბრიდან კიდევ მეცადინეობა უნდა დავიწყო სერიოზული........
ყველაფერი კარგად იქნება :)
მთავარია უკან არ მოვიხედო :)
ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე კიდევ ერთი რამე, დამოკიდებულება ამათუიმ საქციელის მიმართ ჩემს ამ საქციელის ჩამდენი ადამიანისადმი განწყობაზეა დამოკიდებული.
ერთ შემთხვევაში რაზეც "ფუ"-ს ვიტყვი და ისტერიკას დავიმართებ, მეორე ადამიანს შეიძლება გავუღიმო და ხმა არ გავცე, ან პირიქით, ჩავთვალო რომ ის მართალია და სწორად იქცევა. ვიცი რომ ცუდია მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. ბავშვობის მეგობრებს ბევრ ისეთ ფრაზას ვუტარებ, რის გამოც ნებისმიერ სხვა ადამიანებთან მეგობრობას კაირადა ნაცნობოასაც არ გავაბამდი. ალბათ მე ვიყავი სკოლაში სხვანაირი, გავიზარდე და სხვანაირი გავხდი, ისინი კი ისევ ისეთები არიან და შეცვლილი მე თუ არ მოწონთ, არ იმჩნევენ მაინც, ისევე, როგორც მე არ ვიმჩნევ მათ ჩემთვის უცნაურ აზრებს....
ხოდა ეგრე..

5 comments:

Anonymous said...

მშვიდობაში :))

მე-ხათო said...

ვუი გილოცავ :ც:ც

ბევრ მშუენიერი კადრის გადაღებაში

:ც

ლიკა ჩაფიძე said...

ასეთივე აპარატი მაქვს მეც ზუსტად. საახალწლოდ ვაჩუქე თავს, და ამერიკიდან ჩამოვატანინე მეგობარს 400 დოლარად. შენ სად იყიდე და რა მიეცი? (თუ, რათქმაუნდა შეიძლება ვიკითხო :))

მშვენიერი აპარატია, და გირჩევ ობიექტივის თავსახურთან ფრთხილად იყო. ზონარი არა აქვს, ზედ ვერ დააბამ და სულ ყურადღება უნდა რომ არ დაიკარგოს, მეც სულ ეგრე ვუფრთხილდებოდი, სანამ აგერ 3 დღის წინ არ დავკარგე :(((

საინტერესო იქნება, მერე სხვა რცევების–გაცვლა გამოცვლაც, იმიტომ რომ მე ამდენი თვის მანძილზე ჯერ კიდევ ვერ შევისწავლე ბოლომდე :))

მოკლედ მშვიდობაში, კარგი შენაძენია ძალიან!!! :)

პ.ს. თავსახური მოჰყვება კიდე, მზეში და წვიმაში გადაღებისთვის, რომელიც ასევე დამეკარგად. თუუუუუუუუუ აი, აღმოაჩენ, რომ თურმე სულაც არაფერში არ გჭირდება, დიდი სიამოვნებით შევიძენ :უსერ:

:)

Int3lig3nt said...

ვა, გილოცავ პერწკლი

მეც ეგ მოდელი შევუკვეთე და აგერ 2-3 კვირაა ველოდები :).

ბევრი კარგი ფოტო გადაგეღოს ;).

fe_male said...

გილოცაააავ......)))) :2kiss: