July 22, 2009

Relax კიარადა ცხელ-ცხელი ამბები თბილისის ზღვის სანაპიროდან



მმმ, ბოლო დღეები სრულ იდილიაში ვცხოვრობ, გვიან ვდგები, თანაც გემრიელად გამოძინებული და დიდხანს ვიზმორები ლოგინში, დილას ფინჯანი ყავით ვიწყებ და მერე მივბოდიალობ სადმე, ტოესწ, სადაც წასაბოდიალებელი ვარ.

დღეს თბილისის ზღვაზე ავედი სულ მარტო, მხოლოდ მე და მზე ვიყავით და ცივი ტალღები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ დღის თორმეტზე თუ არ გავედი, არ მეკიდება ეს ოხერი მზე და სამი საათის მერეც ისეთი ავდექი, როგორიც დავწექი : ))) სუფთა იყო წყალი, გამიკვირდა : )) ძალიან კარგი იყო, არავისთან ლაპaრაკი რო არ იყო საჭირო და სულ ჩემთვის რომ ვიყავი და ყველაერს ვუსმენდი და ვაკვირდებოდი.

ბოვშვები იყვნენ საყვარლები და ბევრნი, ჟილეტებით დაცურყვინთაობდნენ და როგორ მშურდაა : ))) ორი დიდობდა, კრემები წაისვეს და დიდისამბით იწვნენ და არ დგებოდნენ, უნდა გავირუჯოთო, დედამისი ეჩხუბებოდა, დაისიცხებითო მარა გმირულად იწვნენ, თან ცმუკავდნენ მოუსვენრად, გადატრიალდებოდნენ, გადმოტრიალდებოდნენ, "რაზნიცა"-ს ეძებდნენ : ))

მერე ბავშვები წავიდნენ და ვიღაც ბიჭებმა დასცეს იქვე ბანაკი, იმაზე თათბირობდნენ, სად და როგორ უნდა აეყარათ ნაშები ბათუმში, სამოთახიანი ბინა ქონდათ და წუწუნებდნენ, არ გვეყოფა ადგილიო, თან ის უხაროდათ, ჩვენთან ერთად იქნებიან, შესაბმელები არ გაგვიხდებიანო (ნუ ზუსტად ვერ მივხვდი ეგ როგორ მარა ფრაზა იყო სასაცილო, წიპა ლუკმა თავისით გვივარდება პირშიო: ))) )
ორი გოგო და ერთი ბიჭი მოვიდა, გაშალეს რაღაც, დასხდნენ, გოგოს ბანაობა უნდა და აშკარად რცხვენია, ყოყმანობს, ბიჭი იცინის და "აუ მე შენ წყალში ასე და ისე ჩაგაგდებ" "დაიცა რას გიზამ" , როგორც იქნა გაიხადა გოგომ და ბრრრ, ტრაკის ღარი უჩანდა, ნუ აი FuF მართლა საზიზღრობა იყო :( არადა სანამ გაიხდიდა ისეთი ლამაზი გრძელი და გამხდარი ეხები ქონდა ჯინსის მინიში და გაიხადა და წვრილი ფეხები და არაპროპორციულად განიერი, უწელო სხეული+ წელთან რო აქვთ ხოლმე გასუქებული ისეთი : (( თვალი მოვარიდე ეგრევე.

კიდე ვიღაც თურქები იყვნენ თუ თათრები, ბაზარში რომ გამყიდველები ლაპარაკობენ ხოლმე, მაგ ენაზე ლაპრაკობდნენ, დადიოდნენ წინ და უკან და ვინც კი მდედრობითი სქესის იყო, ყველას სურათებს უღებდნენ და თავის ენაზე ყატყატებდნენ. (ეემ, კი, მე რასისტი ვარ, ორგნულად ვერ ვიტან მაგ ენაზე მოყატყატე ინდივიდებს).

ავტობუსის მძღოლი გავიცანი კიდე, ჯერ მისვლისას რომ ვკითხე საით წავიდე თქო, ( გზა კი ამიხსნეს მარა ბევრი კორპუსები იდგა და ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ზღვაც არ ჩანდა და პლიუს ორიენტაციის უნარი მე ნულს ქვემოთ მაქვს) ლამის პლაჟამდე გამომყვა და მერე წასვლისას დასევდიანდა, კიმარა ასე ცოტა ხანი რატო იყავიო ; )))))

კიდე უნდა ავიდე სანამ თბილისიდან გაღწევა მეღირსება....

5 comments:

sabaha said...

რომელ პლიაჯზე იყავი? ანუ სად? : ))

პერწკლი said...

სანატორიუმი როა იმის ახლოს : ))) 111 ავტობუსის ბოლო გაჩერებასთანაა ახლოს : ))

Toma said...

ბიჭებს ხომ მართლა მეტი არაფერი უტრიალებთ თავში რააა :D

nastasia said...

sharshan egre marto davbodialobdi ogond kus tbase da turqebi ar iyvnen,tore zustad egeti ambebi trialebda
da kstati,chemtan seni komentari vnaxe da gamexardii :)))))

nastasia said...
This comment has been removed by the author.