July 19, 2009

წკლიპერინა საოცრებათა ქვეყანაში


წუხელ ისეთი გასაოცარი სიზმარი ვნახე...

იმდენად პატარები ვიყავით რომ ბიბლიოთეკაში კარადის თაროზე ვიჯექით, მესამეზე და იქიდან როგორ ჩამოვცოცებულიყავი, არ ვიცოდი, თან წიმდა და ცისარტყელას ფერებიანი საწვიმარის ქვეშ ვიჯექი.
ჩამოვცოცდით როგორც იქნა, და მე და ჩემი მეგობრები, გამოვედით ბიბლიოთეკიდან გაბრაზებულები, იმიტომ რომ ჩვენს ადგილას წიგნები დაალაგეს, და დავიფიცეთ, რომ ამ სკოლაში არასოდეს არ იშრილებენ ხეები და აინთებიან ეზოს ფარნები, სანამ ჩვენ ისევ არ დავბრუნდებით.

ამ დროს უცებ დავინახე როგორ ათვალიერებდა ვიღაც ქალი ჩვენდროინდელ და 30-ოდე წლის წინ გადაღებულ სურათებს, ორივეზე ერთიდაიგივე ასაკის გოგონები იყვნენ გდაღებულები და ისინი ორივე დროში ჩვენ ვიყავით, ოღონდ ახლა უკვე ერთ-ერთი გოგონა ნამდვილი აღარ იყო და ზანგის მაგიერ თეთრი გოგონა გვერია იმავე სახელით. ოთხნი ვიყავით სურათზე, არადა სამნი ვართ იდეაში, თუმცა იმ სამიდან არც ერთი არ ვიყავით სურათზე, მეც ვიღაც სხვა ვიყავი, მხოლოდ ცაბა იყო შემორჩენილი ჩემს სიზმარში...


მერე გამეღვიძა...
ძალიან ხშირად ვხედავ სიზმრებს გამეორებით, თანაც ეტაპობრივად ვიცნობ ხოლმე მონაწილე პერსონებს : ))) ბავშვობაში ხშირად ვხედავდი სიზმარს, როგორ მივდივარ სადღაც ავტობუსით უცნობ ხლხთან ერთად, ის უცნობები კი 2-3 წლის წინ გახდნენ ნაცნობები : )))
ამ სიზმრის მონაწილეებსაც გავიცნობ ალბათ ოდესმე
პ.ს. არადა არ ვჭედ ხოლმე მგონი : (

2 comments:

Natalia said...

yay, რა მაგარია ზღაპრული და წინასწარმეტყველური სიზმრები! :)

მე ვისაც ვიცნობ და ვინც უბრალოდ ვიცი, ყველა მყავს ნანახი მგონი სიზმარში :D ცნობილი ადამიანებიდან დაწყებული, ბლოგერებით დამთავრებული [რომლებიც ნანახი არ მყავს] :))

Toma said...

axaliii dizainiaaa :)
ra kargiaaa :)