July 04, 2009

დეპრესია

წინასაახალწლო კიარდა
ჯასთ დეპრესიას ვაცხადებ
უფრო სწორად
სამუშაო არ მაქვს და
უახლოეს მომავალში არ მეჭყანება და

მოკლედ
ისა

რაღაც ძალიან ცუდად ვარ :)

არ ვიცი, ვინ როგორ, მაგრამ არ მიყვარს საკუთარი ცუდად ყოფნის და სისუსტის გამომჟღავნება, როგორ ცუდადაც არ უნდა ვიყო, მარტო მირჩევნია ყოფნა, უარესად ვხდები, როცა ავადმყოფს მხედავს ვიღაც.
იგივე, არ შემიძლია ვაღიარო, რომ რამეს განვიცდი, ვნერვიულობ, მტკივა, მწყინს... წუთიერი სისუსტის მერე იმხელა სინანული მახრჩობს, რატო ვუთხარი თქო, რომ ვცდილობ, თვალში აღარ მოვეჩხირო იმ ადამიანს.
ვოდა
ბლოგზე თითქოს უფრო მარტივია, ვინც მე მიცნობს, აქ არ შემოდის, ვინც შემოდის და, რეალში სულ ვერ ვნახავ.მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათად ვწერ რამეს, პრინციპში, ისეთი არც არაფერი პრობლემაა რომ დასაწერი და სავიშვიშო გახდეს...
ხოდა
ისე კი, სულ მაინტერესებდა, აი ვინმე რომ შემოვიდეს და წაიკითხოს ერთიორი პოსტი, ნეტა რა შთაბეჭდილება დარჩება თქო. ან ნეტა მგავს ეს ბლოგი? ზოგ ბლოგერს ისე გავს მისი ბლოგი, გამოშტერდები, ზოგს სულაც არ, ზოგს საერთოდ ვერ ვკითხულობ. ჩემი მთვლელის სტატისტიკას თუ ვენდობი, წეღან გადავხედე, ცოტა ხალხი შემოდის, ძირითადად ერთიდაიგივე, ანუ არაწაკითხვადია ეს სურათები, პრინციპში, რასაც არ ვწერ, რა უნდა წაიკითხონ.
არც ამ პოსტს წაიკითხავს ვინმე, გრძელია და მოსაწყენი, სამაგიეროდ რამდენიმე წლის წინ მე გამაწითლებს კარგად, რეებზე ვპოსტავდი თქო....

პ.ს. ჩემიანებს სწყინთ, რომ არ მივდივარ და არ ვნახულობ. ნათესავებს ანუ. მე კიდევ ისე მწყინს, უცნაურიაო, რომ მიყურებენ, რომ აღარ მივდივარ.
აი რაღაცას რომ იტყვი და აუ შენ ხო სუ ისეთი აზრები გაქვსო და არადა სრულიად ჩვეულებრივად რომ მსჯელობ შენი აზრით...
მოკლედ ისა
სასწრაფოდ მესაჭიროება ცხოვრების refresh-ი

3 comments:

Kate said...

შენ აზრზეც კი არ ხარ, როგორ კარგად მესმის შენი.
მეც უსამსახურო (ახლა უკვე)
მეც დეპრესიაში...
მეც ნათესავების "რისხვა"
მეც ცოტა მკითხველი...
მეც refresh მინდა...

Unknown said...

ოოო...
არ იყო ცუდად
მე ვკითხულობ სენ ბლოგს და მომწონს
და
ისა
რათ გინდა ბევრი მკიტხველები.

არ გახდე ცუდად :)

Buda said...

hm, arada vkiTxulobt :user:

refreshi mec mesachiroeba...
arc me maqvs samsaxuri...
mshoblebis risxva damatyda gushin :D

xoda, ar idardo -tqo rogor gitxra, tviton ver vitan aset darigebebs :D

ra vici, kide ra gitxra, mec ar shemidzlia vagiaro xolme. vagiaro ki ara, imdenad mivechvie, ro ise mxedaven, rogoric ar var, rom agar vaprotesteb ukve...

everything's gonna be alright
ertad vishovot samsaxuri :D :D