ამასწინათ სიზმარში ვნახე
როგორ უნდა მოვმკვდარიყავი,
რათა
სხვას ეცოცხლა
და რომ გამომეღვიძა,
გამიხარდა
რომ
მე ცოცხალი ვიყავი
ის სხვა კი
ვირტუალურად
მაგრამ მაინც
ვერასოდეს იცხოვრებდა.
ჰხომდა
რა ქვია ამას
ეგოიზმი თუ
სიცოცხლის სიყვარული იმდენად
რომ
არავის გულისთვის არ მსურდა, მოვმკვდარიყავი
თუნდაც ის ვიღაც
ჩემი გაგრძელება ყოფილიყო.
რა ცუდი ადამიანი ვყოფილვარ
თურმე...
2 comments:
ვფიქრობ ლოგიკური გრძნობაა..
ეს ქალური თემაა )))))
ამიტომ , ნურც ეცდები რამის მოფიქრებას ; )))
აზრი არ აქვს,შენ ასეთი პრობლემა არსოდეს არ გექნება : )))
Post a Comment