June 01, 2009

დღე-ქაოსი

Kyle XY


ადამიანი 6-ზე რომ დაიძინებს, აბა იმას მეორე დღე როგორ უნდა ქონდეს ნორმალური, თან რატო არ დავიძინე, ჯერ რაღაცას ველოდი 2-მდე, თან პრეზენტაციის კეთებას გადავყევი, უნიკოდში უნდა გადამეყვანა აკადნუსხური და საერთოდაც როდის დადგავენ უნიში ადამიანურ კომპებს???? თან ისე გამიტაცა ამ გადაყვანამ რომ ლამის თავიდან ავაწყე ახალი, პარალელურად სერიალს ვუყურებდი, ასევთქვათ, განსამუხტად და შრომითი ნაპერწკლების მოსაპოვებლად. მერე სერიალში ისეთი რამეები იყო რომ შემეშინდა, მარტო ვიყავი და სანამ არ გათენდა ,არ დავწექი.ზემოთ რომ ბიჭია, ეგ იყო იმ სერიალში და მე კიდე ბავშვობაში გადავვარდი,გამახსენდაროგორ მოგვწონდა ბავშვური და უწიპუწი ტიპები მე და ჩემ დაქალს და მთელი ერთი სეზონი ვშთანთქე სიამოვნებით.
http://gom.ge/2009/04/26/bbbb-xy-kyle-xy-season-1-episode-7-8-rus.html ეს, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, პირველი სეზონი კარგი ხარისხია, მეორე ცუუუუდი :(

დილას რასაკვირველია 9-ზე დაყენებული ბუძილნიკი მივაიგნორე და 10-ზე ჩემი ძმის ზარმა გამაღვიძა, კუდში მეზობლის გოგო მოყვა, იმხელა ხმაზე კამათობდნენ, გამეღვიძა მინდოდა-არ მინდოდა, მაგათი მოკვლის სურვილი ჩავიხშე და გავაგრძელე ძილი 11-მდე. სიზმარში სადღაც მივდიოდი ვითომ ექსკურსიაზე მარშუტკით, იქ ბებოებიც იყვნენ და ყველის სუნიაო გარბოდნენ და მერე მე გამახსენდა რომ ჩანთაში მედო ის ყველიდა ძალიანშმერცხვა,თან გამახსენდა რომ დეზოდორი დამრჩა სახლში და საყიდლად დავირაზმე, მარშუტკიდან ნავში გადავჯექით რამდენიმე კაცი და ასე გავცურეთ რაღაც მიხვეულ-მოხვეულებში, მერე ულამაზესი ჩანჩქერები დავინახე, ბევრი, ძალიან ბევრი,სხვადასხვა ზომის.უცნაური ის იყო რომ იმ არხებში მანქანებსაც ვეჯახებოდით, თითქოს წყალდიდობა მოხდა და ყველამ მიატოვა თავისი ტრანსპორტი. ეს სიზმარი ადრეც მინახავს.

მერე უნიში წავედი, ლექტორს კიდე აგვიანდებოდა საქმეზე იყო და კოლოკვიუმი დააწერინეო. შევლაგდი აუდიტორიაში, აააბა ბავშვებო დაწერეთ ნებისმიერი ორი საკითხი თქო, მოვიმარჯვე დიდი წიგნი წასაკითხად და ნუ იმედია სიტყვა-სიტყვით არ გადაუწერიათ. ასე რომარ მექნა, დიდი შანსია 90%-ს ვერ დაეწერა და რაღა მე დამედო მაგათი ცოდვა.
აუ რაღაც უცნაური შეგრძნება იყო წინა მერხზე ამდენი ხალხის წინ რო ვიჯექი და ესენი ისე მიყურებდნენ როგორც ლექტორს არადა 3 წლით იყვნენ ალბათ პატარები ლოლ. უმეტესობა რაღაც უფერული გოგოები იყვნენ, აი რო შეხედავ და მეორე წუთას დაგავიწყდება, ხოდა ვცდილობდი რამე ნიშნებით დამმახსოვრებოდა, ერთს თმა ქონდა კარგი,მეორე უცნაურად იყურებოდა, მესამემ ჩემი ჯგუფელი მომაგონა და ასე ვერთობოდი ,მარა მერე ვინამუსე, ვკითხულობდი რომ თავისუფლად გადაეწერათ. ნეტა როგორ ახსოვთ ხოლმე ლექტორებს ამდენი ბავშვები?

გვიანობამდე ვიყავი უნიში, კონფერენციაზე გავარკვიე რაღაცეები ამასობაში ქე გახდა სამის წუთები და ლაბში გასვლას არარ ქონდა აზრი, ავდექი და ფორუმზე ნანახი H&M-is შარვლის საყიდლად დავირაზმე. სამწუხაროდ უზარმაზარი აღმოჩნდა, კი ეწერა 38, მარა 40-42 უფროა მემგონი, არადა ისეთი მსუბუქი იყო, თეთრი,თან სარჩულით, არც ძალიან დაბალწელიანი, უკან ჯიბის გარეშე, მოკლედ, შემიყვარდა, ერთგულება შევფიცე და წამოვედი.

ამ ყველაფრის მერე მივხვდი რომ 4-5საათიანი ძილი არ მეყო და კიდეც მივიძინე ისე, რომ შემოსულმა ზარებმაც კი ვერ გამაღვიძეს, 9-10-სკენ ავწიე ტავი და ვეცი აჯარბანდალს, გავაკეთე, ვცეცხლე და ჩემ ძმას ვებუზღუნები რა პონტში არ ჭამ თქო. სასისკებით გამოსკტა, ტოჟე მნე ისა!

ტრანსპორტს ვეღარ ვიტან, აი მართლა ცუდად ვხდები ჩახუთულობაში ,თან იმდენ ხანს უნდება გადაადგილებას, ნერვი მექანცება და ლამის უკნიდან მივაწვე. დღეს სანამ აჭარიდან ჩემამდე მოვიდა, ჩემი დამემართა, შორიახლო ჩამოვხტი და რაღაც მანძილი ჰაერზე გავიარე. რა გაძლებს მთელი ზაფხული, ოღჩ.

რეპორტაჟის დასასრული.

p.s. http://spreadsheets.google.com/viewform?formkey=cnExNmtVRGFrRFFMZHkwSkh2WTExckE6MA.. ეს ისე, ბლოგერული გამოკითხვის ლინკი, არ დაიზაროთ, შეავსეთ.

No comments: