April 28, 2009

გრძელი პოსტი წვრილმან სისულელეებზედ

ჰხოდა იმის დაწერა მინდა რომ ამასწინ ქორწილსა შიგან ვიყავი, ნათესავის, დაპატიჟებული 200 კაციდან 7 კაცს ვიცნობდი, აქედა ერთი პატარძალი და მეორე დედაჩემი იყო. ყველაზე მაგარი მომენტი იყო
  1. უუუუუუგემრიელესი შოკოლადის აცხვარი გაუგებარი შემადგენლობის თეთრი ძალიან მსუბუქი და გემრიელი კრემით, მინანქრით და ატმის ნაჭრით ზემოდან.
  2. მეორე სასიამოვნო მომენტი იყო სირტაკი, ცეკვაა ასეთი, ბერძნული, მიყვარს. (მე უკრაინული მეგონა მარა აგერ დვორსკიმ შემისწორა: ))) )
  3. მესამე ის რომ იძულების წესით ნაყიდი შავი მოსაცმელი ისედაც გამომადება. (ისე სულ მეზარება ხოლმე და ასეთ სამგლოვიარო ფერის რამეს, რაც ყველაფერს უხდება, პლიუს კლასიკურია და პლიუს იმიტო ვყიდულობ რო "უნდა" და არა "მინდა", არ ვყიდულობ ხოლმე ჩემი ინიციატივით, ფული და ნერვი მენანება)
  4. მეოთხე, წინასწარ რამდენიმე დღე დიეტაზე გახლდით და ქონები ცოტა შევიფერთხე თეძოებიდან
  5. სალონში დაუკითხავად დამიმოკლეს ჩოლკა, მომენტ, მომწონს.
  6. აღმოვაჩინე რომ ადამიანი, რომელსაც 50% ქართული სისხლი ურევია, გარეგნობით შეიძლება ტიპიური რუსი იყოს.
  7. ეს იყო დღე როცა აკადემიის შენობა ჩამოინგრა და ზოგადად ნუ არ მიტოკდება ხოლმე ნერვი ასეთ რამეებზე მარა ამან ისე დამზაფრა, რომ ვიჯექი და ვფიქრობდი ახლა აქ რა მხიარულებაა და იქ კიდევ ისევ იმ ბიჭებს ეძებენ თქო. მოკლედ, ბზზ.

კიდე რა მინდოდა მეთქვა...

  • კბილების კეთების პროცესი ნელა მიიწევს წინ, შედეგად მივიღეთ ის რომ ვეღარ ვჭამ წესიერად, სულ რაღაც მტკივა ან მაწუხებს და დავდივარ დატანჯული და ნახევრად მშიერი, მაგრამ პარადოქულად ვიმატებ და ვიშლები კიარადა ვიფუტკნები ნერვზე.
  • მწვანე ნევროზი დამეწყო, ანუ: ვყიდულობ ყველაფერს მწვანეს!
  • ვიყიდე მწვანე ბალეტკა, თუმცა სანამ მივაგნებდი მოვიარე მთელი ვაგზლის ბაზრობა და ყველგან იყო 36-38 ზომა, 37 მოკვტა! ოდა 36 ვიყიდე და რა ნამუსით არ უნდა გაიწიოს არ ვიცი ,ისეთი ამბით ვიყიდე შედარებით დიდი ზომის 36 : )))
  • როგორც იქნა ეივონის თმის მასკამ მოაღწია ჩემამდე!
  • თემის კეთების პროცესი ნელა მაგრამ მყარად მიიწევს წინ.
  • ნატო თხოვდება, ჩემი კლასელი და ერთ დროს ჩვენი ოთხეულის წევრი. აწი სამიღა დავრჩით.რაღა აწი, კაი ხანია მისთვის არც ერთი "საიდუმლო" და "ჩვენი აზრი" არ გვითქვამს. სავარაუდოდ არც ერთს არ დაგვპატიჟებენ, მარი რომ გათხოვდა არ უთხრა, მე და ბეროს რა უფლება გვქონდა გაგვემჟღავნებინა ისედაც გასაიდუმლოებული და ვიწრო წრეში გადახდილი ქორწილი და შემოგვწყრა ჩვენც : )))
  • საბოლოოდ დავასკვენი რომ მე ვერასოდეს ვერ ვიქნები გამხდარი და ტრაურში ვარ. იმედია ოდესმე გამივლის :(
  • ამასწინათ ნაცნობი ათვალიერებს ჩემ სურათებს და "მოცლილები ხართ"- გამოდის სიტყვით. ბლინ ,თუ გშურს რომ ხანდახან ვერთობი, თქვი რა :) ისე გავბრაზდი და შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, სასწრაფოდ გავერიდე.
  • ძუძუები მომბეზრდა, გაგიცვლით პატარებში! დღეს სამი მოწონებული საროჩკიდან სამივე მიჭერდა და არ ვიყიდე, ღრ.

პ.ს. კბილი ტკივა :( დავიღალე უკვე ამდენი მოთმენით, ნერვები შემომისკუპდა თავზე.

8 comments:

Dv0rsky said...

სირტაკი ბერძნული ცეკვაა, ბერძნული! :)

პერწკლი said...

ჩავასწორე :blush: : )))))

Toma said...
This comment has been removed by the author.
Toma said...

ნამცხვარს კი ალბათ ნაღების ან არაჟნის კრემი ქონდა. ეგენი არიან მსუბუქები :)

მწვანე ნევროზი კარგია! მივესალმები!

sabaha said...

გაგიცვლი ძუძუებს, ოღონდ მერე გამოცვლა არ მომთხოვო :jump: :jump: :jump:

პერწკლი said...

წაიღე გჩუქნი :* : ))))

Anonymous said...

Find back pain is when people sit with terrible Nerve Pain when bending forward.
For a serious back problems, overlapping conditions and anatomical changes in
hormones.

my page :: back pain clinic South Weymouth
My homepage : back pain clinic South Weymouth

Anonymous said...

Johns Hopkins lupus Center, Stanford, California, San Francisco, I can give rise to flare and I can think
of anything you read to the beliefs of my three other hair loss.
Subacute cutaneous lupus erythematosus. There
is so significant to our health? I still have vegan sushi with friends.

For participants with RA.
Look at my page - lupus treatment Chantilly