April 15, 2009

დღე მეორე, საშინელი განსაცდელი


აბსოლუტურად უცხო გარემოში პირველად ამტკივდა ისე კბილის დაპლომბილი ფესვი რომ კინაღამ ვიტირე :)))) სახლში ალბათ მოვიკუნტებოდი წავიზმუილებდი ხელს მოვიჭერდი წამალს ვყლურწავდი და გამივლდა მარა სავარძელზე ვიწექი გაშოტილი, პლიუს ექიმი,ასისტენტი, და კიდე ორი გოგო დამჩერებოდა და დავითრგუნე. თან პეემესმაც იმოქმედა ეტყობა, ჰხომდა ვეღარ ვსუნთქავდი ისე ცუდად ვიყავი, და ნემსი დამარჭეს გამომიშვეს. პრიკოლ,რა, უნემსოდ დამბურღეს, დამიპლომბეს ერთი ფესვი და წკაპ და ჩემი მინი-ისტერიკა, ნემსი და კაი წაი მერე მოი : )))

შემრცხვა ძალიან, ხოვიცი არ უყვართ ისტერიჩკები.: ((

ა ხო თმა შევიღებე კიდე

5 comments:

Unknown said...

ვაიმე ვაიმე ვაიმე
მე დიდ ისტერიკას მოვაწყობდი
თან + პიემესით ხო ვაფშე.

არც მინდა წარმოვიდგინო
ყოჩაღ შენ :)

გვანცა said...

მესმის შენი, მე ფეხებს ვიქნევ ხოლმე და მთელ ენერგიას, რაც ყვირილში და წივილში უნდა დავხარჯო მაგაში ვხარჯავ ხმაამოუღებლად:-D

Toma said...

vaiii
როგორ შემეცოდე ნეტა იცოდე. გინდა უცხო გინდა სახლი, კბილის ტკივილი ისეთი სასინელებაააა....

იყავი გამორებით კბილის ექიმთან? დაპლომბილი კბილის ნერვი არ უნდა აგტკივდეს. არ გაშინებ, მაგრამ ეგ ნიშნავს რომ ცუდადაა გაკეთებული კბილი.
მეც მასე მტკიოდა დაპლომბილი კბილი, ვითმინე რამდენიც შემეძლო, ბოლოს ექიმთან რომ მივედი ინფექციააო ფესვზე და ამომიღეს. (მანდ რომ ვყოფილიყავი ექიმს რომლემაც ”კბილი” გამიკეთა ისეთ დღეს დავაყრიდი რომ სულ გაექცეოდნენ კლიენტები)

მიდი იგივე ექიმთან და კატეგორიულად მოსთხოვე სურათი გადაგიღოს უკვე დაპლომბილ კბილზე, თუ არ გინდა რომ კბილი დაკარგო.

პერწკლი said...

ხალხ მადლობები თანაგრძნობებისთვის : )))

კატენ- არა, ამას არაფერი დაუშავებია, უბრალოდ გვირგვინი უნდა გადააკრას და ძველი რამეები ამოიღოს ახალი ჩასვას, ხოდა ძველის სანამ დაბურღა და ამოალაგა ხო გაღიზიანდა და მერე სამიდან ერთი ფესვშ პლომბა რო ჩადო და მერე კიდე ბურღით მომადგა სხვა ფესვის განსაპლომბად (ანუ ამოსაღებად ძველი პლომბის) გამიგიჟდა ის ფესვი, იცის დაპლომბილმაო) პარასკევს უნდა მივიდე : )))
ისე ამას არა და ერთ კრეტინთან რო მივედი ამის წინ ის ვაბშე ამ კბილს ამოღებით დაემუქრა და მერე ამან უსრათი რომ გადამიღო არა რაის ამოსაღებიო : )))
შენ ძალიან ცუდი შეგხვედრია : (((
მასეთს კი უნდა დაუბურღო ცოცხალი კბილი გაუყუჩებლად :ვიკ:

Toma said...

არადა რა ნაქებთან წავედი ნეტა იცოდე:(
აწი უკვე ვიცი, ახალ კბილის ექიმთან ტკივილის ჩივილით თუ მივდივარ და ის სურათს მაქ 6 თვის წინანდელს თუ არ მთხოვს ან თავად თუა რ მიღებს , მაშინ არ ღირს მასთან სკამზე დაჯდომა!