March 28, 2009

დღეს, 28 მარტს

სამ საათზე ავდექით მე და კატა ერთობლივად, გავიზმორეთ და კომპთან დავსხედით, უფრო სწორედ მე დავჯექი და კატა ჩემს მუხლებზე მოკალათდა.
სახლში საჭმლის სუნი დგას,რაღაცას აკეთებს იქეთ დედაჩემი, მე ვერ წავედი სადაც მივდიოდი რიგი მიზეზების გამო, გარეთაც ისეთი უჟმური ამინდია მეტი რომ არ იქნება.
სკაიპი და მობილური დუმს, ბიძაშვილთან კაი პონტია ახლა მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა არ მინდა,მეზარება.
ჩემს გიაცინტებს შაქარი ჩავუყარე ჭიქაში, დილას მოცოცხლებულები რომ დამხვდნენ,მაგრამ მგონიშაქარი უფრო არ მოეწონათ და ცხვირები ჩამოუშვეს, არ მოკვდეთ რა :(
ფიმეილს ვერ დავურეკე და მესიჯი მივწერე, გილოც თქო, სად უგდია ეს მობილი მუდმივად ნეტავ.
ორშაბათამდე ფულს არ მაღირსებენ,სავარაუდოდ სამშაბათს თუ მომცეს ესეც კაია,20 ლარი უნდა ვიმყოფინო, პლიუს ის კრემები უნდა გამოვართვა იმ გოგოს და სადმე ვნახო, და დანაჩენი 5 ლარი რაში მეყოს? ბოლო ერთი კვირა ნამეტანი გამოვღარიბდი,ლოლ.
ორშაბათს იქ უნდა წავიდე და არ მინდა,მესიკვდილება-მეზარება-და-ასე-შემდეგ,არ მინდა წასვლა.
ხო ნუ პარალელურად თემის თეორია მაქვს დასაწერი, ჩემი ხელმძღვანელი არაა საქართველოში და სავარაუდოდ სულ არ ადარდებს ის რომ მე არ ვიცი როგორ დავწერო საიდან დავიწყო....... ვნერვიულობ მარა ნერვიულობა რომ საქმეს შველოდეს... უნდა ავიღო ძველი თემები დაწიპა შაბბლონად გამოვიყენო,არაფერია ძნელი მაგრამ ვერ ვიწყებ, რაღაც მჭირს. პროკრუსტინაციის შემოტევა მაქვს ალბათ ლიოლ
პლიუს ამ შაბათკვირას უაზროდ ვატარებ.
ხო, ჩემი მომავალი რომ გაურკვეველია ეგ გამოვარკვიე და ვცდილობ არ შევიმჩნიო.
რაღაცნაირი პერიოდი მაქვს, ყველაფერი უკუღმა და ცუდად ხდება, რამდენი ხანია ისეთი არაფერი მომხდარა რომ გამხარებოდა.
ყველა ისეთ რაღაცეებს მეუბნება იმწუთას მზად ვარ ხოლმე თავი სადმე ჩამოვიხრჩო.
საქმე მინდა, ისეთი და იმდენი, რომ მეტი აღარაფერზე ვიფიქრო.
ოღონდ ეს თემა და ლაბი არა, რეალური ფიზიკურად დატვირთული საქმე, დილას 9-დან დაწყებული ღამის 9-ზე რომ შევდიოდე სახლში და მკვდარივით ვიძინებდე.
დედამ გადამაჭამა თავპირი იმაზე ლაპარაკით რომ "აი ის გათხოვდა და შენ რატო არ ბლაბ ლაბლაბლაბლა" და რომ ვუხსნი რომ ამწუთას ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა ისტერიკაში ვარდება, ცალკე მე მეშლება ნერვი"ოღონდთავიდანმომიშოროსდავინმესშემტენოსდამეტიარაფერიადარდებს" და ბოლობოლო ვეტყვი და უარეს ისტერიკას დაიმართებს და ამიტომ ვზივარ ჩუმად და ჩემთვის ვიშლი ნერვს.
არა კი შემეძლო დილას მეთქვა პაკაპაკა წავედი პახოდში თქო მარა გადაირეოდა და შემეცოდა.
გმადლობთ ყურადღებისათვის.

2 comments:

Anonymous said...

9-დან 9-მდე-ზე გამახსენდა. შარშან ამ დროს სწორედ მაგას ვნატრობდი. მეც თემა მქონდა იმ დროს დასაწერი, პარალელურად სამსახური, სადაც კიდევ რაღაცეები უნდა მეწერა და მერე იქ თუ ვერ მოვასწრებდი, სახლში გამეგრძელებინა. ორ ახლობელ ადამიანს შევნატროდი, რომ მიდიოდნენ, რაღაცას აკეთებდნენ, ბრუნდებოდნენ და პატიოსნად იძინებდნენ. არავითარი ზედმეტი ნერვიულობა. ჰოდა, ახლა არც თემა საწერი, არც ტვინი საჭყლეტი, 9-დან 9-მდე ვმუშაობ (ფიზიკურად, ფაქტიურად :)) ) და საკუთარ თავზე ნერვები მეშლება, ვგრძნობ, როგორ ვდეგრადირდები და თანდათან სწორდება ჩემი ტვინის ხვეულები :)))))))

Unknown said...

ჰეჰ. მარტო შენ არ გემართება.
პერიოდულად ყველას გვჭირს ხოლმე ეგ.
უბრალოდ ზოგს დიდხანს უგრძელდება, ზოგს ცოტა ხანს. ზოგს კი დახმარების გარეშე უჭირს ხოლმე.
ამას წინათ დავგუგლე how to increase energy level და ეგეთები. საინტერესო რესურსები ამომიგდო. ცადე, იქნებ გამოგადგეს ;-)