November 05, 2008

....


ყველა თვითონ ირჩევს ცხოვრების გზას.

ჩემი როგორი იქნება ნეტავ.
არ ვიცი რატომ და როგორ, მაგრამ დავიგრუზე ამ შუაღამისას.
რაღაცას ვეძებდი ინტერნეტში და.
ნელ-ნელა ყველაფერი ისევ თავის ადგილს უბრუნდება.
გამიარა განწყობილებამ და ადგილი როგორც ყოველთვის, საღ გონებას დაუთმო.
აქშა, რა, გონებავ.

აი ისეთი გრძნობა როცაა, როცა გინდა სადმე შეძვრე, მოიკუნტო და იტირო,

არა

შესტირო.

ბოლო დროს სულ ცრემლს ვაღვარღვარებ.

ან უბრალოდ, მიხარია.

სასაცილო გახდა უკვე, ამდენი ემოციური ფეიერვერკები.

არსებობს ძალიან მარეტივი გამოსავალი

უნდა დაიკიდო და ზოგადად, იცხოვრო.

მომენტ, ეს განწყობა ალბათ შუაღამის ბრალია, მეძინება და ვჭედ,

ანდა არა, წეღან გული დამწყდა და მიტომ

ანდა დღისით უკვე იმდენად დატვირთული ვარ, საფიქრი დრო არ რჩება.

გახსოვს, ჩემო თავო, როგორ გინდოდა ისეთი დაკავებული ყოფილიყავი, სახლში მოსულს დაძჳნების თავიღა გქონოდა?

განა ბევრი გიკლია, მაგრამ..... მაინც ისევ ისეთი ხარ, უბრალოდ დამოუკიდებლობის აჩრდილმა გაიელვა და აყევი შენც

უბრალოდ, გავა დრო და ყველაფერი ისევ თავის ადგილას დადგება

მეტი კი არაფერი.

1 comment:

fe_male said...

...პერ შენი ბლოგის აფდეითს არ აკეთებს ჩემი დებილი ბლოგი... მემგონი დეპრესია გაქვს... ან ნერვოზი... მე უკვე დამიდგინეს გაქანებულ–გამოქანებული ნერვოზი მაქვს... მოკლედ წამლებზე უნდა შევჯდე... იქნებ გიშველოსო.....)))) :უსერ: იმედი მაქვს შენ შემთხვევაში არ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა.....)))) :2კისს: