November 12, 2008

გავიღვიძე

დეპრესიული პოსტი უნდა დავწერო და თუ სურვილი არ გაქვთ წაკითხვის, გამოტოვეთ.

ხო რა, დილას გავიღვიძე, უფრო სწორედ, ჯერ ბუძილნიკმა გამაღვიძა , მერე მესიჯმა, ბეროსგან... ასე იყო თუ ისე, ავდექი, შევედი აბაზანაში ,დავინახე, ტრადიციულად, ჩემი ძმის მიერ გულუხვად მორწყული აბაზანა (ნუთუ არ შეიძლება ბანაობა ცოტა უფრო ფრთხილად?) და მივხვდი რომ არ მინდა დღეს არაფერი. რომ ფეხზე მკიდია ის, რომ გავსუქდი, და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საკალანდე ღორი ვარ, სახე დასიებული, სახლში ცივა, და არანაირი სურვილი არ მაქვს ან უნიში, ან ლაბში წასვლის..... ყველაფერი ნაცრისფერია.

ადნაკლასნიკებზე მარის ველაპარაკები რამდენიმე დღეა, ვიპოვე და... ჩემი ბლოგი ნახა თავისიც გააკეთა და დილას მისი წერილი რომ დამხვდა გამიხარდა. სულ დამვიწყებია როგორი პატრიოტი და მორწმუნე ვინმეა. მე არ ვარ ასეთი. არც არასოდეს ვიქნები. რატომღაც ჩემი წესები ღმერთისას არ ემთხვევა ხანდახან და...

კარავზე მომიკომენტა ვიღაცამ, და გამიბოლდა საძილე-- სპალნიკის მაგიერ. თან ორჯერ. გავღიზიანდი. წიპა დელიკატური შესწორება. არასწორი მიდგომაა, მთელი კარავი საძილე წერია და თუ მინდოდა აქამდე ხო გამოვასწორებდი ნათქვამს? ნუ სპალნიკი უფრო კარგად ჟღერს და "ტოჭკა". ვახ!

ლალიმ ბავშვი გააჩინა და ვკვდები ისე მეზარება დარეკვა. ჯერ ერთი იმიტომ რომ უწი-შპუწი-მუწიების ხასიათზე არ ვარ, მეორე, არ მინდა დაიწყოს საყვედურები, სად ხარ დაკარგული, მესამე, უბრალოდ, მეზარება ხმის ამოღება ზოგადად.

ხო, მერე ამას დრაფტებში გადავიყვან ,მანამდე კი იყოს, ჩემი ბოღმა დაცალოს.

4 comments:

fe_male said...

...ოოო, მძიმე სურათია.....)))) :მო:

პერწკლი said...

არაუშ, გამივლის : )))

თაკა said...

mdam..
i know how it feels

sabaha said...

მეც როგორ ვერ ვიტან გულუხვად მორწყულ აბაზანას : ((

ხოდა რას ვამბობდი, ცოტა ხნის წინ ვაჟაზე დაგინახე გაჩერებაზე, მარშუტკიდან და არაფერი გასუქებული არ ხარ, მართლა კლიანუს :2კისს: