გარეუბანში
ზემოთ მოხუცმა ქალმა ამოახველა ხრინწი
და განუტევა სული. ვინ იყო იგი? მან ხომ
ქვეყნად დაცინვის მეტი სხვა ვერაფერი ნახა,
მისი სახელიც, ალბათ, ზუსტად არავინ იცის.
მორყეული და ძველი, შავი ეტლი დგას გარეთ;
მდაბიოების ხროვამ გამოასვენა გვამი;
არ გაუვლიათ მეტრიც _ და უკვე ეტლში დგამენ
მის უღარიბეს კუბოს. და იხურება კარი.
იქნევს მეეტლე მათრახს და ჩამომხმარი ცხენი
სასაფლაოსკენ მიდის, ისე მსუბუქად, ვითომც
მთელი სიცოცხლის ნაცვლად, თავის ტანჯვით და ლხენით,
ეტლის ძარაზე მხოლოდ მკვდარი სიზმარი იდოს.
რაინერ მარია რილკე
No comments:
Post a Comment