August 22, 2008

........

ყოველთვის მიჭირდა გადაწყვეტილებების მიღება, ნებისმიერი გადაწყვეტილების, თუნდაც იმის, რა ფერის მაიკა ვიყიდო ,ან რამე ესეთი სისულელე... არასოდეს გადამიდგავს პირველი ნაბიჯი არც ერთ ურთიერთობაში, გინდა მეგობრულში, გინდა ისე... მითუმეტეს არასოდეს გამომდიოდა კამათი და მკაცრი საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ რომ ჯერ ერთი, მეზარებოდა უარყოფითად დამუხტვა, მეორეც, პასუხისმგებლობის მეშინოდა ალბათ ქვეცნობიერად... წიპა სწორად ვიქცევი? შეხედულებები და აზრები მეცვლება წამიერად, ყოველკვირეულად,სეზონურად და ხასიათის მიხედვით. ერთ წუთას რასაც ვამტკიცებ, მეორე წუთას შეიძლება სასაცილოდ ავიგდო, ანდა, ის საქციელი რასაც ერთ ადამიანში ვაფასებ,მეორეში შეიძლება შემზიზღდეს და უარყოფითი აგრესიის მიზეზი გახდეს. და ეს იმის მიხედვით, რამდენად მომწონს თვითონ ის ადამიანი, ვინც ამ აზრს გამოთქვამს. და რატომ მომწონს ან მეზიზღება კონკრეტული ადამიანები, ვერ ვასაბუთებ და ენერგიების პრინციპით ვხსნი, წიპა ამას უარყოფითი ენერგეტიკა აქვს, ამას დადებითი... ჰხოდა რას ვიძახდი.... რამე ხერხი უნდა შევიმუშავო გადაწყვეტილებების მისაღები, თანაც ისეთი, გენერალური გადაწყვეტილებების...

4 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

mmmgonia zalian rtulia rame erTi formulis mofiqreba shemushaveba ;)

daikide da gaagrZele bolos tebia azarit da mixvdebi (rames mainc)

Kate said...

აქედან დასკვნა: მე და შენ წარმოუდგენლად ვგავართ ერთმანეთს.
მე, მაგალითად, ვიკიდებ, რადგან სხვანაირად რომ მოვიქცე (ანუ არ დავიკიდო (სასაც ზოგჯერ ვაკეთებ ხოლმე))უფრო მირთულდება ყველაფერი.

ხოდა დაიკიდე და უფრო 2 ყურის პრინციპით მიუდექი და შეხედე ბევრ რამეს.

პერწკლი said...

hxom კეიტ-- დაკიდება და გაკეთება არ გამომივა, აი გაკეტება და მერე დაკიდება გამოდის ხოლმე, იმპულსური სქციელების და გადაწყვეტილებების მერე... : )))მაგრამ ამჯერად ჩემი შეხედულებებისამებრ მინდა ვიმოქმედო რომელიც მერე ალბათ შეიცვლება და მაგრა გამიტყდება,მარა იქნებ არ შეიცვალოს ტქო და გავეჩხირე სადრაც შუაში ხოს და არას შორის : ))))

ჩორვენ--- კარგი რჩევაა : ))) მპუ

Kate said...

ისა, ყველაზე მაგარი რჩევა იქნება, თუ იმას გააკეთებ, რასაც გული და გონება (ორივე ერთმანეთთან შეთანხმებით გკარნახობენ) გეუბნებიან, ზუუუუსტად ის გააკეთო.