August 09, 2008

08.08.08 War!!!!!!!!!!!


რვიანი

დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე საშინელი მოგონება დაუკავშირდება ამ თარიღს...

დილით ჩვენგან ორი კაცი წაიყვანეს... დაიბომბა გორი, ახლა უკვე ცენტრიც, მსხვერპლი რამდენია არ მინდა ვიფიქრო... დაიბომბა ვაზიანი, ფოთის პორტი და ა.შ. დაიბომბა ჩემი პირადი ცხოვრებაც, თან ძალიან ცუდად და ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ადამიანს, ვინც ჩემს გამო აღმოჩნდა ასეთ მდგმარეობაში... მეხსიერება გაანეიტრალებს ალბათ რამდენიმე ხანში, მაგრამ გუშინ და დღეს ვერ ამოდის თავიდან.....

პრეზიდენტი რარაცეებს ლაპრაკობს, ჩვენ გვამშვიდებენ რომ არაფერი გვემუქრება... და ასეთი აუცილებელია წიპა "გლობალურ მიღწევებს" შესწირონ ახალგაზრდების და უდანაშაულო მოსახლეობის სიცოცხლე? ფორუმზე შევედი და.... მე ომში მივდივარ, ყველა ცალ-ცალკე სხნის თემას. ბლინ, ფაფის ჭამა გონიათ?!!! თუ მაგარი ბიჭები არიან და ჩვენ აქედან ცხვირსახოცების ქნევით უნდათ, რომ გავაცილოთ, როგორც მეორე მსოფლიო ომში მიმავალნი? ერთმა გამაღიზიანა წავედი და ზურგს არ მივუშვერ ტყვიასო... ეჭვი მეპარება, ბომბი შორიდანაც რომ დაინახოს, კაკ რაზ რომ ზურგსაც შეაქცევს და სადმე ორმოშიაც კარგად ჩაძვრება, იმიტომ რომ სიკვდილი არავის უნდა...
ერთს ქონდა იდეა, დავბომბოთ ვლადიკავკაზი, და ჩვენ ვიქნებით პირველები ვინც ატომურბომბებიან ქვეყანას დაბომბავსო... "ჭკვიანი"......
ხაკავენ ვითომ საიტებს, ვაიხაკერები
წურწუმია მივიდა კურტუმის ქნევით, სისხლის ჩასაბარებლად, რეპორტაჟი გააშანშალეს ეგრევე... ამ დროსაც პიარზე ზრუნავს, არ იჩაგრავს ტავს.......
მე არ ჩავაბარებ სისხლს, არ მაქვს იმის იმედი რომ სისხლის დონორობისას რამე ინფექციას არ გამიჩალიჩებენ......
რუსთავი-2-ს ჟურნალისტებითვითკმაყოფილი სახეებით გვიყვებიან როგორ გვბომბავენ და "ჩემიდდშვც" კომენტებიან რეპორტაჟებს უშვებენ. პუკე !!!
მარტო უნდა ვიყო ამარამ სახლში, ისაც არა აპირებს ქალაქში გასვლას რომ მენახა და ცოტა რამე დადებითი ემოცია მაინც მიმეღო....
ვაგდივარ აქ და ვუყურებ როგორ გვიტევენ ეს შვიდთვიანები.....
მობილური მკვდარია, ქსელი გადატვირთჲლი, ვერავის ვუკავშირდები... გავაფრენ ახლა, თუ არ გამოვრთავ ტვ-ს და გავთიშავ ფორუმს.....
თბილისამდეც მოვლენ :)
გავიჩალიჩეთ!!!

1 comment:

OTO said...

"გავიჩალიჩეთ!!!"


Точно, в точку