July 15, 2008

ლოდინი

ბლოკნოტი ვიპოვე ძველი, გულდასმით ჩახაზული კალენდრით და გადახაზული რიცხვებით... რამდენიმე კალენდარი იყო ასე გაკეთებული... ზოგი გავიხსენე, კიარადა,ზედვე ეწერა რას(ვის) ველოდებოდი და გამეცინა... ზოგი ვერც გავიხსენე. ჰხოდა, ჩემი ცხოვრება სულ ასეთი მოლოდინებისგან შედგება თითქმის, ვცხოვრობ იმისათვის რომ რაღაც გარკვეულ თარიღამდე მივიდე,როცა რაღაც უნდა მოხდეს და მანამდე მისასვლელი დრო ჯასთ "გამყავს", ლოდინის პერიოდში თუ რამე ხდება, ავტომატურ რეჟიმში და მეორე პლანზე... ძალიან ცუდია, უნდა ვეცადო რამენაირად შევცვლო ჩემი ეს ტრადიცია...
აი ახლაც მაგალითად, პარასკევს ველოდები და ამჯერად რამეს მოვიმოქმედებ, თუნდაც ბოლობოლო ვნახავ ნათესავებს, და ვისწავლი ამ დედააფეთქებულ ექსელს თავისი გრანდიოზული წვრილმანებიანად.

2 comments:

(c) Anika said...

ნუ ელოდები, მაინც მოვა. ან მაინც არ მოვა :D
აი ეგ კარგი თვისება მაქვს მე. რაგინდ მნიშვნელოვანი რამე მელოდებოდეს, არასოდეს ველოდები იმ თარიღს.
საინტერესო რამეებიც შეიძლება აკეთო ამასობაში ;)

Anonymous said...

ლოდინი იმედია იმედი სიხარულს გმატებს

ასე
რომ ელოდე :)