July 21, 2008

ლომისა--ფეხტესტი

აგილმდებარეობა-- დუშეთის რაიონი. მთიულეთი,
მარშუტი--ქვემო მლეთა-ლომისი-ზემო მლეთა. შუაში კი ცხრა მთა სიარულის მოყვარულთათვის.
ფეხით გავლილი მანძილი--ალბათ 10-ოდე კილომეტრი თაკარა მზის ქვეშ საკაიფო ასე 60-70 გრადუსიან აღმართზე. იმ ქედზე კი, რამდენიმე რომ ავფორთხდით, 80 უეჭველად იყო :უსერ:
სიმაღლე-2230 მეტრიო ლომისზე და ერთი 200-300 მეტრით ზემოთ ის ცხრა მთა?
ნანახ-დანახული ადგილები- ქსნის და არაგვის ხეობა ჩიტის თვალით დანახული. ლომისას ხატი. გზად ნიში, რომელიც მარტო მე და კამამ ვნახეთ, ორი ცალი მლეთა, გზად თუ არავის დაეზარება შეუძლია ანანურთან გაჩერდეს და ჟინვალშიც ისკუპოს გასაგრილებლად. პ.ს. ანაურთან ისეთი ლამაზი ხიდია არსაით.. ანანურზე მეტად ეგ მიყვარს...
გზა ლომისამდე
მოკლედ, წინა ღამეს სია რომ წავიკითხე, თითქოს ნაცნობი ხალხი ეწერა, მივედი და... ნახევარზე მეტი კარაველები იყვნენ და მაგრად გამიტყდა... თან ზედმეტი ხალხი იყო, ადგილები არ გვყოფნიდა და ფეხზე იდგა ნაწილი... თან გზაში რაღაც საშინელება მუსიკები იყო ჩართული, არ დაიდარდოს სტილში.. ერთიორი წესიერი ფოლკლორი გამოერია.. ბოლომდე ავუწიე ხმას და ნაუშნიკებს შევაფარე თავი... ვერ მივხვდი რა წესი იყო ან ზედმეტ ადამიანად იქ შემოკვეტება, ან კიდევ ის მუსიკები... შენ თუ მოგწონს, იქნებ სხვას არ მოწონს... ნუ კაი , ეგ გავატარეთ და მოთმინებით ვიჯექი სამი საათი მარშუტკაში, სანამ სოფლამდე მივედით.. ღრუბელი იყო თავიდან, მაგრამ როგორც კი მივედით ისე დააჭირა მზემ, რომ აი რააააავიცი...

შევუდექით აღმართს... გზა იყო შორი, აჭერდა მზე, ისე, რომ ვგრძნობდი როგორ მაგინებდა კანი მხრებზე... ორი წუთით გაჩერებისას გული ისე ცემდა, თითქოს მთელი მკერდის ღრუ ეკავა და მუცლის ღრუს ნაწილიც.. მირტყამდა შიგნიდან... სისხლის 80% უეჭველი თავში მქონდა წასული...ვგრძნობდი რომ აი ახლა თავბრუ მეხვევა სულ ოდნავ,ახლა გადამიარა, ახლა ისევ თავიდან... ჩემი ბრალია, ქუდი არ დავიფარე არადა ჩემთვის კატეგორიულად არ შეიძლება მზეზე უქუდოდ...ნაწილმა 100 მეტრის გავლის მერე ლამის იქვე განუტევა სული.... მივდიოდით ძაააააააააალიან ნელა, ისე ნელა რომ მეც კი ლამის ჭკუიდან გადავედი.... არადა როგორც წესი, მიმაჩნია ხოლმე რომ მე დავდივარ ძალიან ნელა... ბოლობოლო დავიკიდე სასტავი და შეუსვენებლად, ნელ-ნელა წავედი წინ, სულ მაღლა-მაღლა,ბილიკ-ბილიკ... ხანდახან გავჩერდებოდი, ვიყურებოდი,მოდიან-არ მოდიან.. მერე მხედველობიდანაც დავკარგე :))))) ნიშთან შევისვენეთ კაი ნახევარი საათი მე და დეიდა კამამ , და მგონი მარტო ჩვენ ვნახეთ ის ნიში.... სხვები ქვემოდან წამოვიდნენ... გზა იყო ძნელი, მზის გამო... გზადაგზა იყო ულამაზესი ხედები, ხანდახან გრილი ნიავის დაბერვა,და შვებით ამოსუნთქვა, ოდნავ გაგრილებისას...
10-ოდე წუთი, როცა სულსულ მარტო დავრჩი,დავჯექი ფერდობზე და ყველაზე ბედნიერი 10 წუთი გავატარე მთელი დღის მანძილზე... ღრუბელი ეფარებოდა მზეს, ირგვლივ სიჩუმე, გრილი ნიავი, ზაფხულის მდელოს სურნელი და მწერების ზარმაცი ბზუილი... შორს , არაგვის ხეობა.... კიდევ უფრო შორს კავკასიონი და ასეთი იშვიათი სიამაყე იმის გამო, რომ ეს შენი სამშობლოა...
მე და ბაცილა მივფორთხავდით ერთხმად, იმის განხილვით, როგორ არ დაეზარათ აქ ამის აშენება... იქ უკვე ასულები დაგვხვდნენ წივწივა, დელი, ამიგო, დელის პლიუსი მგონი, მძღოლი ცხენით და დიანალოს ბავშვით.

კარავული შთაბეჭდილებები იმედი გამიცრუა კარავმა.... რატომ მეგონა რომ მანდ ყველა ძალიან მაგრად დადის, და რომ სიარულის მოყვარულები არიან? ამოვიდნენ,დაჯდნენ იქვე და ვსო.... სხვა დროსაც წავალ, იქ ალბათ უკეთესადაც დადიან, ჯასთ მე შეხვდა ძალიან ზანტი სასტავი..... მაგრამ რომ წავიდე სადმე მთებში მაგათთან და ასევე იარონ,მხომ გავედი კედლებზე კიარადა მთებზე...
დეიდა კამამ იარა ძალიან კარგად... საყვარელი გოგოა ძალიან, უშუალო და მხიარული... იმ მწვერვალზეც ამოვიდა, არ დაეზარა, ისეთი შემართებით და ენერგიით იყო...
მთაშენკა გავიცანი კიდევ--ვარდისფერი გოგო და ჩემი სასწრაფო დახმარება...
ძალიან ბევრები იყვნენ კიდევ იქ,სახეები მახსოვს, სახელები არა, და არც არაფრით დამმახსოვრებიან.... პრინციპში არც მინახიან, ასვლისას ვერ ვიარე მათი ტემპით და წინ წავედი, ჩასვლისასაც წინ მივდიოდი, და ლომისაზე ყოფნისას კიდე მე მთებზე დავბოდიალობდი...
ერთი ქალი იყო, ასე 35-40 წლის ან მეტის... თინეიჯერებს აჯობა, ნუ აი სააააღოლ, რა. ისე არხეინად ამოვიდა მეცხრე მწვერვალზე, გეგონება ბილიკზე მისეირნობსო : )))))

ცხრა მთას იქით ჰხოდა,ესთრეიგი, ამოვედით, დავეყარენით იქვე ქვებზე,თაკარა მზეზე, მოვისხი ჩემდა ბედად წაღებული სარი, ველოდებით ხალხი როდის ამოფოფხდება და გულში გვიხარია რომ ჩვენ უკვე ამოვედით და ისინი ჯერ გზაში არიან. ვჭამე ორი ნაჭერი შავი პური ... მოვიდა ინტელიუსი და გამოაცხადა მთაზე მივდივარ ვინ მოდისო..... წამოხტა უმეტესობა და წამოვიდა ფორთხვა-კრიახით... ზოგს ეგონა იქ უნდა გვეჭამა, მაგრამ ამაო აღმოჩნდა მათი იმედები.... გზად გავიარეთ ჭინჭრის ტყე, ჩემი და მთვარეულის საწყალი ფეხები დაისუსხნენ... ვნახეთ გზაში აკლდამა, ძვლებიანი და რამე... პაწკუა მთაზე ავედით, მივასურათეთ და მოგვინდა სხვა მთაზე ასვლა... ნაწილი ქვემოთ დაეშვა, სირისტიანები აღმართს შევუყევით... მერე კიდევ გაიჩითა აღმართი და ისევ გავიფილტრეთ .. დამერე ინტელამ დაინახა უზარმაზარი ქედი, შორიდან საკმაოდ სახიფათო რომ ჩანდა, მე მივდივარო და ვისაც გინდათო წამოდითო, მარაო კარგად დაფიქრდითო.... იქ წივწივუსმა დაუმატა, სახიფათოაო.. მაიკო დაფიქრდა და გადაწყვიტა რომ სადაც ესენი ავლენ, თვითონ რატომ ვერ უნდა ავიდეს და გაუყვა ქედს... მ ივდიოდით მე, დელი, ელფი, წივწივა, ნინო,ამიგო, კამა და მგონი ვსო.... დიდ აღმართს რომ მივადექით, 80იანი დაქანების, დელმა გადაწყვიტა თამაშს გამოთიშვოდა და ასე დავიძარით გამბედავები წინ.... ისე არ წვიმდა როგორც ქუხდა ანუ ადვილი იყო ასვლა, ჯასთ საჭირო იყო ფეხით კარგად მოგესინჯა დასაბიჯებელი ტერიტორია, დაცემის ან დაცურების შემთხვევაში ბალახისთვის ხელი არ გაგეშვა და თუ მაინც გადავრდებოდი მარცხნივ გახედვა არ დაგვიწყებოდა, ქსნის ხეობის ულამაზესი ხედი იშლებოდა, მარჯვნივ გადავარდნისას კი არაგვის ხეობას დაინახავდი,ჯასთ უნდაგადაგეწყვიტა რომელ მხარეს გადაიხრებოდი წაქცევისას. ასე და ამდაგვარად ბალახის დახმარებით ავფოფხდით ზემოთკენ. მივაღწიეთ მწვერვალს , დავაწერეთ ქვაზე კარავი და ფორუმი და აღმოვაჩინეთ რომ იმის იქით კიდევ ერთი მწვერვალუკაა, რომლეიც ქვემოდან არ ჩანდა და გადავედით იქ..გზაში იყო საკმაოდ სახიფათო გადასასვლელი, წვრილი ადგილი, სადაც დიდი ქვები ეყარა,იმ ქვებზე უნდა ჩასულიყავი ოდნავ ქვემოთ და მერე ასე ნახევარმეტრის სიგანის ადგილზე გაგევლო,მერე უკვე ფართოვდებოდა და ქედის ნაკლებდამრეცი ხდებოდა... მე ვერ გავრისკე და ქვებზე ჩავფორთხდი, მერე ცოტა ქვევით დავეშვი დადაბრკოლება ჩერეზ დაღმართი გავიარე... გადავედით იმ ქედზე და ახლა სხვა მქვერვალი გამოჩნდა, რომელიც ხედს ეფარებოდა,.. მადა ჭამაში მოდიფო და ერთი ოთხი კიდევ გადავიარეთ, ამჯერად უკვე პატარა გორუკები...
ჩანდა არაგვის და ქსნის ხეობები,ერთად...
ბოლობოლო მივხვდით რომ ასე რმელიმე საზღვარს დავუკაკუნებდით უვიზოდ და უკან გამოვბრუნდით... გზადაგზა ყვავილები შემომეკრიფა და საინტერესო ის იყო რომ ამ თაიგულით ხელში, იმ "საშიშ" დაღმართებზე, იმ სიწვრილეზე, ჩემი სიმაღლის შიშის პატრონი,ღიღინით ჩამოვედი, ცალ ხელს ვაშველებდი მხოლოდ ბალახებს და საერთოდ არ მეშინოდა იმ ფერდობებზე დაგორების....
სამაგიეროდ მშიოდა, მწყუროდა... ჩავედით, გემრიელობები ვჭამეთ, და დავიძარით.....

მე და ცხენი ცხენის პატრონს არ დავევასე, რანაირად უყურებ, ცხენია,მგელი კი არა, არ შეგჭამსო... რას მერჩოდა ნეტა, აშკარად ვიცოდი რომ მგელი არაა, მარა არ მხიბლავდა გადმოვარდნის პერსპექტივა, მითუმეტეს რომ გადმოვარდე და ფლოქვი დაგაბიჯოს, კაკ მინიმუმ დაგამახინჯებს.... ჩემი ძლაები გადავწყვიტე მომესინჯა, მარა რომ შევქეჯი, დაიძრა ეს ცხენი, თან დაღმართი იყო საშინელი და
წივილკივილი მოვრთე ააა, გააჩერე,არ წავიდეს, ბლაბლაბლა.... შემეშინდა :((((( ასეთ კრეტინულ მდგომარეობაში მყოფს სურათიც გადამიღეს... მაგარი ბანძი ცხენი იყო მამენტ, მოუვლელი და ცოდო... აჭენავეს იმ საშინელ დაღმართებში და აღმართებში... თან ყველა ზედ ჯდებოდა, "აუ იუ ვაი ვუი დედა რა მაგარია, ვაიმე მეშინია, ააააააა, ოოოოოო" მოკლედ....


გზაში მეძინა, წინა ღამეს ორი საათი მეძინა სულ და.....
ფეხტესტი იმიტომ ,რომ ჩემი ფეხები გავტესტე,აბა როგოერ ივლიან თქო და საკაიფოდ იარეს, არც ამტკივდნენ.....
პ.ს. ადგილები აღარააო, ვერ ვუტხარი ვისაც მინდოდა მეთქვა, გვიან გამახსენდა, არადა ზედმეტები წამოიყვანეს... და როგორ მეწყინა....
პ.პ.ს. ვინმემ ამიხსენით რა, თუ ეკლესიის ეზოში, ზედ მის ძირას ჭამა-სმა გაქვს გამართული და ქეიფი, რატო არ უნდა მოწიო სიგარეტი? წიპა "ეშმაკისეულია?"
ვინმემ ლოგიკა ამიხსენით რა :უსერ:. თანაც "არ შეიძლება"-ს არ მივიღებ ,ეს ლოგიკა არაა, ეს წესების უაზრო გადათუთიყუშებაა, რომელიც არ იცი რატომ, არ იცი რისთვის, მაგრამ ემორჩილები იმიტომ რომ "წესია".

1 comment:

Jenny said...

ვაა როგორ გამიხარდა ეს პოსტი რო ვნახე..
გუშინ რო დაწერე ჩემთან არ ვიცი კაიიყო თუ ცუდიო მაგრა დავინტერესდი სანამ დავწვებოდი სულ შემოვდიოდი აქ :))

ცხენი შემეცოდა :/

აიაიაიაი 3 საათი "გადაძეძგილ" მარშუტკაში... :/
კაია რომ შენ იჯექი :P

ვახ ყოჩაღ ამდენი აღმართები რომ იარე!!!!
ტი კრუტაია!! :tan: