ეეეეეეეეეეეესეიგი
მიყვარს, ჭკუა მეკეტება,ვაფრენ, მეგემრიელება, მეკრუსუნება და მენიამნამება ემენდემსებს როცა ვხედავ.
100 გრამიანი შეფუთვა მიყუარს, თავს რო მოახევ, ხელს ჩაყოფ და კბილების კაწკაწით ამოიღებ პირველ ბურთულას.... როგორ მიხარია მწვანე როცა შემხვდება ხოლმე.... : ))))))
თეფშზე მიყვარს დაყრა და გართობა, სხვადასხვა ფერის ბურთულების გორაკებად დაქუჩება, მერე ისევ არევა, მერე რამეების ხატვა, ხელისგულზე რამდენიმეს მოთავსება და ფერების შეხამება, მწკრივებში სიმეტრიულ ფერებად და ზოლებად ჩალაგება, უბრალოდ მთელი ამ გემრიელი ფერადოვნების ყურება, ბურთულაკის ორად გახლეჩაზე წვალება და თითო ნახევრიდან გარსის დაზიანების გარეშე შოკოლადის ამოსვლეპა
ნამ.... და რატომ არაა ჩვენთან იასამნისფერი ფერის? აი ემ პროტესტინგ!!!!
რომ არ არსებულიყო ესენი, ალბათ მე გამოვიგონებდი,ისე ჩემიანია ეს ბურთულიკოები, მხიარული, ბავშვური და უდარდელი....
No comments:
Post a Comment