June 11, 2008

მე და სიგარეტი



სიგარეტი...

დამსკი

სუპერლაითი

დიდხანს ბოლავს ხოლმე

შესაბამისად

დიდხანს შეიძლება უყურო და რელაქსაციას მიეცე

დიდხანს შეგიძლია გადაავადო წასვლა, დაწყება, აღება, პასუხი, ფიქრი,სწავლა,პასუხის გაცემა....

მაშველი გროლი ურთიერთობებში, როცა პასუხის გაცემის მაგიერ სიგარეტისკენ გარბის ხელი

როცა რამე გწყინს, რა მარტივია მასზე ჯავრის ყრა, ღრმად ჩასუნთქვა და უკან გამოძევება ფილტვებიდან, კვამლის წვრილი ზოლის გამოშვება და თან უარყოფითი ენერგიის ამოტანება...

ხანდახან მექანიკურადაც გარბის ხელი, როცა არაფერს აკეთებ.....

ან როცა იმას ელაპრაკები და გენერვიულება და

რავიცი

ვიცი რომ სასაცილოდ ვეწევი

ვიცი რომ გული ამის გამო მიცემს ხოლმე სწრაფად-სწრაფად

აღმართებზე ამის გამო მიჭირს სიარული

და

არ შემიძლია

მაშველ რგოლს ხელი გავუშვა

მერე

რა გადამარჩენს?

No comments: