June 19, 2008

დაკარგული 19 ივნისი



დღე დამეკარგა სადღაც, დღევანდელი.... წუხელ მთელი ღამე ვმეცადინეობდი, დილას თვალი გავახილე 8-ზე, მერე ისევ პირველამდე ვიმეცადინე, გამოცდაზე წავედი, მერე აქვე ახლომახლო მეორადებში საპახოდე შორტები ვეძებე, რომ მოვედი ძალიან მეძინებოდა, მივწექი... ზარმა გამაღვიძა, ცაბამ, გავაბოდიალოთო,მაგრამ ისეთ დაღლილს გამეღვიძა, არაფრის თავი არ მქონდა... მერე ისევ მივწექი და.....

დღეც გავიდა......

9 საათია უკვე, არც არაფერი გამიკეთებია, ისეთი უსარგებლო დღეა, თითქოს არც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში...

წეღან აივანზე გავედი და ისეთი გემრიელი შესახედაობის,ბატიბუტივით ღრუბელი დავინახე... ასეთებს მხოლოდ ბავშვობაში ვხედავდი ხოლმე, ისეთი რომაა, თითქოს ახლა კოვზს აიღებ და ბეზესავით გემრიელად გაიჭრება და შეიჭმევა... ნეეელ-ნელა იცვლიდა ფორმას,კიდევ უფრო იბურთებოდა და ფერებში გადადიოდა... ჰორიზონტიდან იყო ამოზრდილი,გემრიელი სოკოსავით,ზემოთ თეთრი ბეზე,დასკუპებული შავ საავდრო ღრუბელზე... ბავშვობაში წაკითხულიდან მახსოვს,ასეთი ღრუბელი თუა,გაწვიმდებაო... ვნახოთ,აბა... ვიდექი აივანზე,ვიდექი,... გასეირნებას ვერ მოვასწრებდი მაღლივამდე და...
შემოვედი და დასაწერად მოვკალათდი....
ზატო გუშინ იყო აღმოჩენების დღე.. მე დაწივწივამ მაღლივის მდინარესთან საჭორაო ადგილი ვიპოვეთ... სულ ფეხზე მეკიდა რომ გამოცდა მქონდა მეორე დღეს, ისეთი სიჩუმე, სუფთა ჰაერი და ნიავი იყო... მერე ჭერმისხეც აღმოვაჩინეთ და ახლა ვცეცხლი იმ ჭერმებს, გუშინდლიდან შემორჩენილს და ტოტიანად მოტანილს
წერილი კი ისევ არ მომსვლია......................

No comments: