May 18, 2009

ვახ თემავ-თემავ

კიარადა ვახ ბედკრულო თავო ჩემო

თემა მაქვს დასაწერი, მილიონშვიდასი მასალა მომზადებულ-მოგროვილი, მე კიდე არაფერს არ ვაკეთებ და ვზივარ და თავს პირობას ვძლევ რომ აი ხვალიდან.....
ნუ რაღაც ლექსია, ოღონდ ხვალიდანო, და სულ ის მახსენდება ხოლმე : )))

ვაიმე კიდე კონფერენციაა 3-4- ივნისს და ცალკე იმაზე ვიმდუღრავ გულს აუ შანსი არაა ენა დამებმევა, სლაიდშოუ ამერევა, რამე საშინელებას მკითხავენ წიპა ყვავი ჩხიკვის მამიდის შესახებ და ვერ ვეტყვი და მოკლედ ასეთი მახათობები.

ვინმე თუ ხართ ჩემს დღეში შემომიერთდით ერთად მივეცეთ ჭმუნვასა და უსაქმურობას

აუ კიდე ლაბში ინტერნეტში შესვლას მიშლიან, არადა სად შევდივარ-ფორუმი, ეს ბლოგი და ჯიმეილი და Fსო და მაინც არაო, ვირუსებს გადმოიწერო და ესეიგი როცა საქმე არაა რას მივენარცხო არ ვიცი ხოლმე და წავალ მერე თანამოლაბეებს ტვინს ვულაყებ ნახევარსაათიანი სულელოზავრული რეჩებით და მგონი როგორ ვერ მიტანენ ლოლ.
აუ თან ისეთი უფროსი მყავს, აი ყველაფერი რომ იცის და ყველა მაგას ეკითხება და ეს ვირუსომანია რომ არა იდეალური იქნებოდა პირდაპირ : (((

ჰხომდა კიდე ის მინდოდა მეტქვა რომ ამ ბოლო დროს სხვა რამე მინდა დავბეჭდო და სხვა რამე მეკრეფინება. მმმ, ნეტა ეს კოორდინირების უნარის დარღვევის შედეგია თუ იმის რომ იამზე სწრაფად ვბეჭდავ ვიდრე შემიძლია?
ბლაჰ

წავედი აწი თემას მივხედავ.
  • სტუდენტს ეკითხებიან, იაპონურს რამდენ ხანში ისწავლიო, და -- გამოცდა როდის არისო

ანუ

  • დავასკვენი თემას რატო ვერ ვწერ, დედლაინი არ მაქვს :მო: აი რომ ვიცოდე რომ ერთ კვირაში დაცვაა, ოოო, ღამეებს გავათევდი ,დავაკლავდი ტავს, პლიუს მართლა მომწონს ეს 10000 რამის შეჯერება რომ გიწევს, მარა, ან ივლისში ან სექტემბერშიო და ვუი დედა, ამხელა გაურკვევლი დედლაინით რაფერ ვიმუშაო მე?

update: ააააააა ნერვი მეტკინა : (((((((((((

3 comments:

sabaha said...

აუ დედლაინის არარსებობა საშინელებააა ...
ყველაფერს დებ, დებ, დებ და ბრაც . ..

Unknown said...

დედლაინებზე მეც გეთანხმები :)
მაგრამ მე ხვალ 7 საათზე მაქვს დედლაინი და მაინც არ ვინძრევი :weep:

Unknown said...

მე, ისევე როგორც ”იაპონურის მსწავლებელი” სტუდენტი, გამოცდის, დედლაინის ბოლო დღეს კი არა, ბოლო ღამეს, ბოლო საათებში ვაკეთებ ყველაფერს :(((((