November 09, 2008

რა სამწუხაროა, რომ...

ვერ ვირგებ და ვიხდენ ლამაზ, ქალურ სამკაულებს.
ბეჭდებს.
ზოგადად კაბებს, თუ სადა სტილი არაა თანაც ჯინსი.
წითელ პომადას.
ძირში მაქვს დაჭრილი ფრჩხილები.
ვერ დავდივარ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით.

არადა განა მინდა, უბრალოდ ნერვი მეშლება რომ ვერ ვირგებ.

მაგრამ ერთადერთი რაზეც გული მწყდება ისაა, რომ ნაზ, ჰაეროვან ტანსაცმელს ვერ ჩავიცმევ, უბრალოდ, ძალიან სასაცილო ვიქნები

მთელი ეს ტირადა იმიტომ ,რომ დღეს შევეცადე ჩექმა მეყიდა, რომ არც მაღალქუსლიანი ყოფილიყო, არც ჯაან ტაკოი გაპრუწული დეტალები ქონოდა, არც ტრაქტორიხა ძირზე და თან თბილიც ყოფილიყო.
ჰხომდა ვაგზლის ბაზრობა რომ მოვაბოდიალე, მერე პასაჟში შევაბოდიალე, და იგივე საქონელი იყო ორმაგი ფასით მხოლოდ, ძალიან ძალიან ნერვზე ათხრილმა ვიყიდე ერთადერთი სადა და ასეთუისე მისაღები დიზაინის ჩექმა, სავარაუდოდ ერთ ზომით დიდი, იმიტომ რომ "პადიომი" თუ რაღაც ჯანდაბა მაქვს მაღალი და ვერ მომერგო ჩემი ზომა ვეეეეერაფერი
მოკლედ, თუ ოდესმე კიდევ დავუჯერე დედაჩემს და "ამხელა ქალი ხარ ჩექმა ხომ გინდა" პრინციპს მივყევი, შევიკერავ!!!!!!!!!!!!!!!

ბლია, დავიკიდებ ახლა ყველაფერს, გავალ, ვიყიდი დუტს, კეტები ორი წყვილი ისედაც მაქვს, მესამესაც ვიკიდი, კიდევ ერთ წყვილ ჯინსებს დავიმატებ, რამე "ჯანდაბა" უზარმაზარ ჩანთას ვიყიდი და ვიბოდიალებ ბომჟივით
ვერ ვიტან ასეთ ჩემს თააავს ჩექმებით, პალტოთი და შავი ჩანთით


როდის მოვა ზაფხული, გავფერადდე

6 comments:

Toma said...

და რატომაა ზამთარშჳ აგფერადების პრობლემა??
იყიდე რამე ფერადი კურტკა, ფერადი შარფი, ქუდი , ხელთათმანი ...
მე პირადად ზამთარში უფრო ერადი ვარ ვიდრე ზაფხულობით :ჵ ხზაფხულის ტანსაცმელის 80% თთრი მაქვს :D

პერწკლი said...

ქუდი ქე მაქვს ბევრი და ფერადი, და პალტოც არაა შავი , მარა....
რავი
ვერ ვფერადობ, არ მიწყობს ხელს ხასიატი ზამტარშჳ

fe_male said...

you are my sweet sweet sweet girl....)))) :2kiss:

sabaha said...

მეც ჩექმა რომ მახსენდება მზარავს
ეს რა გამახსენე ეხლა :((

Jenny said...

vaai :2kiss:

სამაგიეროდ უცებ გოდძილა რომ თავს დაესხას ქალაქს, სწრაფად გაიქცევი და დაიმალები სადმე და ფრჩხილიც არ მოგტყდება ;)

Anonymous said...

"მთელი ეს ტირადა იმიტომ ,რომ დღეს შევეცადე ჩექმა მეყიდა, რომ არც მაღალქუსლიანი ყოფილიყო, არც ჯაან ტაკოი გაპრუწული დეტალები ქონოდა, არც ტრაქტორიხა ძირზე და თან თბილიც ყოფილიყო."

აუუ, ისეთი მაგარი ჩექმა ვნახე კიდობანშიიი!!!
კაკ რაზ შენთვის იყო!
ოდნავ ქუსლზე, ტრაქტორების ძირი ჰქონდა მაგრამ ზემოთ ახალგაზრდული თინეიჯერული + ქალური დეტალები... აი ძაან მოგეწონებოდა I am sure 100%!!!!


230 ლარი ღირდა.