September 21, 2008

ორგაზმი მაცივარში

კიარადა ორი დღეა სახლში ვარ , არსად არ გავდივარ და რასაც ქვია გადავჭამე და გადავძოვე მიმდებარე მაღაზიები. ესეთი ვზივარ კომპთან


გუშინ საღამოს კი იმ დონემდე დავეცი რომ ვაჟას მეტრომდე ჩავედი და ამოვედი, გზის ორივე მხარეს ყველგან შევიხედე, სიმინდი მინდოდა.... და არ ქონდათ


იმედია ორშაბათს ეგეთი არ გავიჩითები,
ნუ სახლის ტანსაცმელი მაინც განიერია და არ ჩანს რომ იმატებ.


მომნატრებია მთელი შაბათკვირა სახლში ჯდომა, ღამე გვიან დაწოლა, დილით გემრიელად გამოძინება, ფილმების ყურება და პოტერის მყუდროდ კითხვა...

6 comments:

fe_male said...

შე გაფუჭებულო გოგო... მაგრად მომენატრე....)))):2kiss:

Anonymous said...

მე მგონი მთელი კვირა სახლში მომიწევს ყოფნა, კომპთან, ღამით გვიან დაწოლა და დილით ადრე ადგომა.. კვირის ბოლოს იმედია ორი ამხელა არ გავხდები :D

Unknown said...

მომაშია ამ პოსტმა :|

წავედი ვჭამო :მო:

jaco said...

მგონი ორგაზმი ზედმეტი იყო აქ :D

პერწკლი said...

jaco--არა, აი ორგაზმის დროს რომ სიამოვნების ჰორმონები გამოიყოფა, დაახლოებით იგივე გამოიყოფა ჭამის პროცესში , ამიტომ უაზრო ჭამას ეძახიან ორგაზმი მაცივარშიო :უსერ:

Anonymous said...

ჰიჰი.. ვერ ვიტან ეგეთ დღეებს... მეც მაქვს.. მერე მწარე რეალობა დგება ხოლმე სარკეში შენს წინ. არადა ღამის სამ საათზე როგორ იზრდება მაცივრის მიზიდულობის ძალა...