February 13, 2010

მწუნე ჩანთა და ონლაინ შოპინგი


მწუნე ჩანთა

გოგოშკაპოსტი უნდა გამოვაცხო, მიუხედავად იმისა რომ ქართულ ბლოგოსფეროში რატომღაც ძალიან უბზუებენ ცხვირს მსგავს პოსტებს :D



ამასწინათ გადავწყვიტე, ტანსაცმელი ონლაინ შევიძინო ხოლმე და სატესტოდ გამოვიწერე რაღაცეები, საკუთარი ზომების გადასამოწმებლად, ყველაზე იაფიანს რასაც გადავაწყდი ამერიკული მაღაზია, http://www.forever21.com/ იყო, ხოდა შევესიე.

შედეგად აღმოჩნდა, რომ:
  • ფეხი 37 კი არა, 36.5 მაქვს.
  • ფორევერის M ზომის მაიკაში დავცურავ, S კარგად მაქვს. (ამერიკული XS-ც კარგად მაქვს, ერთი ცალი მაჩუქეს ადრე)
  • სამაგიეროდ ბოლოკაბა მომივიდა ოდნავ პატარა, M ზომის

რაც შეეხება ფორევერის ხარისხს

  • ჩანთა იმაზე ბევრად მაგარია, ვიდრე საიტზე იყო, თანაც მწვანეა :D
  • 100% კოტონი ნამდვილად კოტონია და ფორმალურად არ აწერია. (ვერ ვხმარობ სინთეტიკას და ჩემთვის ძალიან დიდი პლიუსი იყო)
  • მე ნახატებიანი მაიკა გამოვწერე და ძალიან მომეწონა, ორი გარეცხვის მერე არაფერი არ მოსვლია ნახატს, თან მე ძალიან სასტიკად ვიცი გარეცხვა : )))
  • ოღონდ თეთრია ეს მაიკა და საკმარისად გამჭვირვალე. მე არ მაწუხებს მაგრამ რავი, იცოდეთ მაინც.
  • ფეხსაცმელი უხეშია, ფეხს ტკენს.

ყოველთვის მინდოდა ასეთი "დახვრეტილი" რამე.

პ.ს. აი თურმე რატომ ვერ ვყიდულობ და ვირგებ აქ ფეხსაცმელს, შუალედური ზომები არ იშოვება : ((((

პ.პ.ს. მცივა, ამიტომ ტანსაცმელის გადმოლაგება, ჩაცმა და გადაღება ძალიან დამეზარა, სიტყვაზე უნდა მენდოთ : (

ჩემი საყვარელი ნივთი, ჯერ ერთი მარწყვის არომატი აქვს, მეორე ამ სიცივეში ძშეუცვლელი ნივთია და მესამე, ძალიან მომწონს მისი "მორთულობა".

7 comments:

nati kuda said...

eg chanta mec minda, didi xania wish listshi maqvs chagdebuli da jer vfiqrob kidev :D

Anonymous said...

au me es eifelis koshkis yelsabami momewona, exla vnaxee, minda da perwkl, aq ramden xanshi chamogivida anu shippingi rogor xdeba mshvidbianad?

პერწკლი said...

mshvidobianad chamodis, me forumze vukvetav xolme vigac qals, fuls vazlev d is micers, ukve orjer gamoviwere mase,pathfounder-ia niki.

Anonymous said...

auu es chanta sul ramdeni dajda ?

პერწკლი said...

20-25$,ar maxsovs zustad...

Unknown said...

xoo?))))

Anonymous said...

ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ ადვილად და იაფად გამოიწეროთ ნოვთები ამერიკიდან.უბრალოდ დარეგისტრირდით, იყიდეთ სასურველი ნივთები და გადაიხადეთ მათი საფასური სახლიდან გაუსვლელად!არ დაგავიწყდეთ მისამართის მითითება. viaddress.